განწირული სიყვარული
33, Tbilisi, Georgia

წვიმიან ღამეს ზღვაში შვცურე,
თამამი შემართება სიყვარულს მმატებს,
ნავი იმსხვრევა ტალღა ეცემა,
შეშინებული მე ვისვრი ბადეს.

ვერას დამაკლებს ვერაგი ტალღები,
შენზე ფიქრები სიცოცხლეს ბადებს,
ჩემო ლამაზო მე მაინც მოვალ,
და დაგიკოცნი მაგ ლამაზ ბაგეს.

მარტოს არ მტოვებს პატარა ბოთლი,
მასში ვდებ ჩემს ფიქრებს და ვატან ზღას,
მოდის და მოაქვს ცივი ცრემლები,
გზად ეხეთქება კლდოვან, უამრავ ქვას.

ის მაინც მოვა...
მოგაწვდენს განწირულს, შორეულ ხმას,
მასში დამწყვდეული ჩემი სურნელით,
მოვეფერები შენს ლამაზ თმას.

დაღლილი ხელებით ბოლომდე ვიბრძვი,
ზღვა კი მიხმობს და მიზიდავს ფსკერზე,
ღრმად ჩავისუნთქე სველი ჰაერი,
თვალები დახვუჭე ვფიქრობ მე ღმერთზე.

თვალწინ მიდგება ნანატრი წამები,
ვნანობ და ვღელავ მხოლოდ შენ ერთზე,
არ მინდა სიკვდილი სიცოცხლეს ვითხოვ,
მინდა გამეღვიძოს შენს ლამაზ მკერდზე.


1 views
 
Komente

Nuk ka ende komente.
Lini komentin tuaj, filloni diskutimin!

Ditar
Blogët shkarkohen çdo 5 minuta