ბოლო წერილი
33, Tbilisi, Georgia

ის დღე იყო დაიძინა ჩემში მწვანე ბუნებამ,
არ მინდოდა და დამძალა ძალზედ დიდმა ცდუნებამ,
სად წავიდა მიმატოვა ჩემმა მჭრიახ გუნებამ,
მე ზიანი მომაყენა შენს თვალებში ყურებამ.

ეს წერილი ბოლო არის ახლა რომ ვწერ მანდილზე,
ჩამოგითვლი მოგიყვები სიმთვრალეზე ან ძილზე,
ან კი როგორ დავდიოდი მთელი ამ ხნის მანძილზე,
საშველიც კი ვერ დავიდგი სიყვარულის ამ წილზე.

გაცნობიდან სულ ყოველთვის დღე და ღამე გიცავდი,
ჩემი გერქვა სიამაყით მუდამ შენს თავს ვფიცავდი,
შენ რატომღაც ჩემი გულის ჩარჩოს მაინც მიძრავდი,
ასე იყო სულ ყოველთვის მიწად ცოცხალს მფიცრავდი.

ყველგან მსდევდი ვერვინ ნახე ჩემი ხელში დამჭერი,
სიყვარულით მიმიტყუე მკერდში მყისვე გამჭერი,
არ იკმარე მფეთქავ გულში კიდევ სამჯერ დამჭერი,
ჩემი სახით შენ დაკარგე ცხოვრების მონაჭერი.

3 views
 
Komente

Nuk ka ende komente.
Lini komentin tuaj, filloni diskutimin!

Ditar
Blogët shkarkohen çdo 5 minuta