იმ თვალებს გაუმარჯოს
33, Tbilisi, Georgia

იმ თვალებს გაუმარჯოს, რომელშიც შენს სახეს ხედავ,
მორცხვად გიყურებს და კოცნას ვერ ბედავ,
ლამაზი მზერით შენს გულს რომ განაგებს,
კაშკაშებს, ციმციმებს, ქვეყანას ანათებს.

გაუმარჯოს თვალებს, რომელიც სიცოცხლეს გაძლევს,
შენი სიყვარულით სიკვდილს რომ დაძლევს,
როდესაც ჩახედავ ჩაწვდები სიმაღლეს ალვის,
შიგ დაინახავ სილამაზეს ათას წელს განვლილს.

მრავლის მთქმელ თვალებს გაუმარჯოს,
მაღალმა ღმერთმა მათ ძალა არ დაუხარჯოს,
რომ მუდამ, იგი გვიქადდეს სიყვარულს
და გვანიჭებდეს დიდძალს, ულევ სიხარულს.

მის ცრემლებს გაუმარჯოს ღვარად რომ მოდის,
მთის წმინდა წყალს და სიმძიმეს ლოდის,
მოდით გაუმარჯოს მშვენიერ ქალებს,
ყოველთვის დავლოცავ მათ ლამაზ თვალებს.

8 views
 
Komente
geluka 02.09.2012

magaria

Ditar
Blogët shkarkohen çdo 5 minuta