ძვირფასო ჩემო ნინიკო
32, Tbilisi, Georgia

ძვირფასო ჩემო ნინიკო,
შენამდე ნეტავ ვინ იყო,
იყო და არა იყო რა,
მე სხვამა ვერა მიყო რა.

სად აღარა ვარ ნამყოფი,
ვერვის მოვწყვიტე ნაყოფი,
არას ქადდის სიტყვა ნული,
შენად მერგო სიყვარული.

დიდხანს გეძებე გეძიე,
რა ბედს აღარა ვეწიე,
ვერავინ ვნახე დამყოლი,
ჩემი ბილიკის გამყოლი.

სხვისი ქალების დევნაში,
ამდენი შენის ძებნაში,
შემომივლია სამყარო,
ფარხმალი რაღად დავყარო.

შენზედ ვიომებ ლაშქარში,
წვიმაში თოვლში ავდარში,
დაე გმირულად ვბრძოლობდე,
და შენ კი ჩემად ცოლობდე.

2 views
 
Komente

Nuk ka ende komente.
Lini komentin tuaj, filloni diskutimin!

Ditar
Blogët shkarkohen çdo 5 minuta