"ღმერთო მოვდივარ"
33, Rustavi, Georgia

მე შემოვაღე კარი შენი სახლისა, აჰა მოვედი ხომ დამიბარე, რაზე გსურდა საუბარი, გელოდები გამანდე,არ გამკიცხო, არ დამგმო, ასაკი მაქვს რთული, ნუთუ გინდა გამიგოთ, მაგრამ ჩემი არ გესმით, დღეს მარტო ვარ ეული, განწირული ტანჯვისთვის, მესმის ეს არაფერია, მაგრამ დაფიქრდი, შენ ხომ დიდ განძად სიყვარული დაასახელე, შეცდი, მინდა გითხრა მაშინ შეცდი ღმერთო, მე ცუდად ვარ არ გესმის, მარტო დავრჩი სულ მარტო, მინდა ვინმემ გამიგოს, თვალზე ცრემლი მომწმინდოს, მინდა გული გამითბოს, გინდა აქ ვიჯდე და ვილოცო? გინდა ველოდო სასწაულს? მე მარტო ვარ და მინდა შველა, მივდივარ უფსკრულისაკენ, მივექანები ხელის მომკიდებელი და შემჩერებელი კი არავინამყავს, ვებრძოლე წლების წინ და დავამარცხე, ეხლა ისევ მივდივარ, და ეს ადამიანებმა ჰო სწორედ შენს მიერ შთაბერილმა სხეულებმა, შენ არ იცი რა ხდება აქ, შეგვქმენი, მოგვათავსე ერთ ბურთზე და იცი აქ სასაკლაო გამართეს, არ ინდობს ადამიანი ადამიანს, ცხოველი ცხოველს, ყველა ერთმანეტს ემტერება, ადამიანები ყველაზე ველური მხეცები გაგვხადა ცხოვრებამ. დღეს როდესაც მიესალმები ზურგსუკან დანას ასობ, ენით გვლეწენ და ენით გვკლავენ, ვერ გამიგია რა ხდება, დამღალა იცი დამღალა ამ ცხოვრების ყურებამ, თითქოს არ ვამძიმებ ამ ბურთს, მაგრამ აღარ მინდა გესმის? აღარ მინდა ამათი ყურება, გამიგე მომბეზრდა ცხოვრება, მარტო ვარ სულ მარტო და მიმორჩილებს ისევ სატანა, ჰო სატანა, გეცნო, ეგ სწორედ ისაა ერთი წლის წინ რომ დამიმონა, მაგრამ ჩემს თავს ვებრძოლე და ამოვედი უფსკრულიდან, იცი ჩემში რა ადამიანი ცოცხლობდა იმ დროს? სად იყავი მაშინ? ჰო რათქმაუნდა ჩემს გვერდში, მე კი შენს "სახლში" ვერ შემოვდიდი რადგან მაშინვე ცუდად ვხდებოდი, დავაღწიე თავი იმ ცხოვრებას, მაგრამ დღეს თუ დავდივარ "შენს" სახლში რითაა ჩემი ცხოვრება უკეთესი? იცი რა ცუდადავარ, ვიცი არსებობს წვრილმანი ბედნიერებები, ვიცი ყველაფერი ვიცი, ვიცი მეტყვი გყავს მშობლები და ასე შემდეგ, მაგრამ არსებობენ სხვებიც, რომლებიც ჩემთვის ასე ძვირფასები იყვნენ, მაგრამ... დღეს მარტო ვარ, დავეხეტები გაყინული მზერით, თვალში მესობა ცივი ჰაერი, მზერას მიმართულება არაქვს. არ გესმის? ვიცი იტყვი ასაკი, დეპრესიაო, მაგრამ დამიჯერე, ჩემი ბოლო ესარის, სწორედ ამ ცივი თვალებით გავხედავ ჰორიზონტს, თავს ზემოთ აღვაპყრობ და გეტყვი "ღმერთო მოვდივარ"

1 views
 
Komente

Nuk ka ende komente.
Lini komentin tuaj, filloni diskutimin!

Ditar
Blogët shkarkohen çdo 5 minuta