სადა ხარ, სადა ხარ, სადა ხარ ნეტა?
37, Tbilisi, Georgia

სადა ხარ, სადა ხარ, სადა ხარ ნეტა?
შენ ჩემო ლამაზო და გულისფეთქვავ.
დაგეძებ, დაგეძებ, დაგეძებ ყველგან
მე მონატრების დამატყდა სეტყვა.
გეძახი მუდამდღე და გეტრფი დღესაც
სადა ხარ, სადა ხარ, აცივდა - ხედავ?
ვეღარ ვგრძნობ, გამიქრა მე გულის ფეთქვა
შენი თვალების ხილვა მსურს ეხლა
დაგეძებ წვიმაში, დაგეძებ ქარში
შენ ხარ სამყარო, ცხოვრების არსი
სად ხარ? მომხედე, ოცნებეს ვხერხავ!
მე შენს გარეშე რად მინდა ხედვა.
სხეული ყინულის ნატეხად მექცა,
შენმა სურვილმა სულ დამატყვევა.
სადა ხარ, სადა ხარ, სადა ხარ ნეტა?
ჩემო ლამაზო და გულისფეთქვავ,
ნუთუ ვერ მხედავ, ვერ მამჩნევ ვერსად,
ნუთუ მარგუნე ობლობა ბედად?!

0 views
 
Komente

Nuk ka ende komente.
Lini komentin tuaj, filloni diskutimin!

Ditar
Blogët shkarkohen çdo 5 minuta