შენი თვალების მონატრების, დამათრობს დარდი..
37, Tbilisi, Georgia

შენი თვალების მონატრების, დამათრობს დარდი...
დარდი იმის რომ, უშენობა დაგმეს ფერებმა...
დარდი იმის რომ, როგორც უწინ უკვე არ მწამდი...
დარდი რომელსაც, აღარ ახლავს შენი ფერება...

გზას გამიკვალავს, ჭირვეული ზფხული მცივანს...
დავემსგავსები, სასულეთის მარტოსულ ტირანს...
გავარღვევ ბილიკს, შენს სამკვიდროს მალევე მივალ...
და ყოველ ღამის ცრემლნარევი, შევხვდები დილას...

შენ აღარ მოხვალ, დედამიწის სადარაჯოზე...
რადგან, სიმართლეს ვამჯობინებ, უდიდეს ტყუილს...
დაიკარგები, ვერ მოაღწევ მიწურულ დროზე...
მე რეალობას გავექცევი, ჩავახშობ დუმილს...

გადავხსნი თრთოლვით, შენი გულის, პაწია ფეთქვას...
ჭირვეულ ზაფხულს, გააწამებს, შენზე ფიქრები...
და თუნდაც შენს სულს, ჩემი სულის ტკივილი ერქვას...
მე მაინც მოვალ, უეჭველი შენთან ვიქნები...

თუ ერთხელ მაინც, არ გიგვრძნია, ივლისის დარი...
თუ არ გსმენია, სამი სიტყვა, "მე მაინც გელი"...
შენ ვეღარ იგრძნობ, აქ უშენოდ როგორ ქრის ქარი...
შენ ვეღარ იგრძნობ, როგორ მწამხარ, როგორ მოგელი...

ჩამჭიდე ხელი, გამომყევი იქ სადაც წავალ...
თუნდაც უფსკრულში, თუნდაც ზღვაში და თუნდაც ცამდე...
გზას ნუ აცდები, სჯობს რომ ერთად გავუყვეთ სავალს...
ოღონდ გიყვარდე, ჩემი გჯეროდეს და ისევ გწამდეს...

რომ ისევ მოვა, დრო ღიმილის, განმარტოების...
საათის ისრებს, დაავიწყდებთ დროის სიშორე...
აფეთქდებიან გაზაფხულზე, ატმის რტოები...
რა ვუყო თუკი, შენზე დარდი ვერ მოვიშორე...

დარდი იმის რომ, უშენობა დაგმეს ფერებმა...
დარდი იმის რომ, როგორც უწინ უკვე არ მწამდი...
დარდი რომელსაც, აღარ ახლავს შენი ფერება...
შენი თვალების მონატრების, დამათრობს დარდი...

8 views
 
Komente

Nuk ka ende komente.
Lini komentin tuaj, filloni diskutimin!

Ditar
Blogët shkarkohen çdo 5 minuta