მაპატიე გუშინდელი ყურადღება
37, Tbilisi, Georgia

მაპატიე გუშინდელი ყურადღება
გუშინდელი სიყვარულიც მაპატიე,
ის გვირილა მაპატიე რომ მოვწყვიტე,
მაპატიე მთელი გულით მაპატიე.
იასამნის სურნელი და ბედისწერაც მაპატიე
გაზაფხულზე რომ დაიწყო,
ახლა შორს ვარ სიყვარული გავაცილე,
მაპატიე… მიყვარხარო არ დამიწყო.
ის თვალებიც მაპატიე… ჩამქრალია,
სიყვარული გამომგლიჯა სიამაყემ,
ალბათ სადმე ჩემს შვილებთან გაგიხსენებ,
აი ასე რომ მიყვარდი... ვიამაყებ.
მაპატიე ის წვიმაც და ღამის ცეკვაც,
მთვარის შუქზე ჩემი ლექსიც მაპატიე,
ეკლესიის კიბეებთან დადებული,
ფიცი რო ვთქვი… აი ისიც მაპატიე.
მივდივარ და გულით მიმაქვს ერთგულება,
დავიძალებ ამ გრძობებს და მივალ სხვამდე,
მაპატიე… სიყვარული მაპატიე
მაპატიე რომ მიყვარდი ტირილამდე

3 views
 
Komente

Nuk ka ende komente.
Lini komentin tuaj, filloni diskutimin!

Ditar
Blogët shkarkohen çdo 5 minuta