ერთად წამართვი ყველა გრძნობა, თუკი გწადია
37, Tbilisi, Georgia

ერთად წამართვი ყველა გრძნობა, თუკი გწადია,
ამითი მაინც არაფერი შეგემატა,
წაურთმევლადაც შენი არის, რაც მაბადია,
რადგან მთლიანად შენ გეკუთვნი, ჩემო ხატებავ.
თუ სიყვარულმა გიკარნახა ჩემი გაძარცვა,
მადლობას გეტყვი, სულში ასე რომ ითარეშე,
მაგრამ, ვაითუ თავს იტყუებ ტრფობის ტაძართან
და გულს მიქურდავ ჭეშმარიტი გრძნობის გარეშე.
შენდობას გეტყვი, მშვენიერო ჩემო მძარცველო,
სულით ღარიბი ბოლომდე რომ გამაღატაკო,
მაგრამ მე მიჯობს გულახდილმა ზიზღმა გამცელოს,
ვიდრე მიჯნურის უსამართლო წყენამ დამდაგოს.
მოხიბლული ვარ და სიავეც აღარ მაძრწუნებს,
კიდეც რომ მომკლა,შენს მტრობაში ვერ დამარწმუნებ.

1 views
 
Komente

Nuk ka ende komente.
Lini komentin tuaj, filloni diskutimin!

Ditar
Blogët shkarkohen çdo 5 minuta