მეთამაშები, მაგრამ რატომ, ამას ვერ ვხვდები,
37, Tbilisi, Georgia

მეთამაშები, მაგრამ რატომ, ამას ვერ ვხვდები,
რასაც თვალებით მეუბნები, უარყოფს ბაგე,
თითქოს ჯიუტად გადარაზე გულის კარები,
სულში დამკვიდრდა პირქუში და უკუნი ღამე,
ვერ ვიგებ, ასე დაჟინებით რატომ უარყოფ,
რაც ასე უხვად მოუცია ბუნებას, გამჩენს,
მოსამართლეც ხარ და მსაჯულიც შენ შენი თავის
და ეს სასჯელი შენს სულის გულს არაფერს არგებს,
მე მაბნევს შენი უხერხული და თბილი მზერა,
დაუფარავად, ამ ჩემს სულში, კითხვებს რომ ბადებს,
მიზეზს ვერ ვხვდები, აღარც მინდა უკვე გავიგო,
სიყვარულისთვის შენ მადლობა გადამიხადე,
ამ თამაშიდან მე გავდივარ, წესებს ვერ ვიგებ,
რაც უკვე მითქვამს, აღარასდროს წარმოსთქვავს ბაგე,
ყველაფერს თავის საწყისი და დასასრული აქვს,
ასე ბინდდება, კვლავ ჩემს სულში, და დგება ღამე,
არ ვიცი როგორ გეტყვი იმას, რაც აქ დავწერე,
ანდა რა პასუხს გაიმეტებს მაცდური ბაგე,
ერთს გთხოვ, ნურასდროს, ნუღარავის ეთამაშები,
თორემ ერთხელაც ეს თამაში არ გაამართლებს,
მე შენთვის მხოლოდ კარგი მინდა ეს სულ გახსოვდეს,
უფალთან ლოცვად ჩამოვადნობ უამრავ სანთელს,
მინდა მჯეროდეს, ჩაიხედავ შენს სულის გულში
და სიყვარული როცა მოვა გაუღებ კარებს.

2 views
 
Komente

Nuk ka ende komente.
Lini komentin tuaj, filloni diskutimin!

Ditar
Blogët shkarkohen çdo 5 minuta