vici tu davwere mishvelis ...:(
35, Tbilisi, Georgia

...ვიცი თუ დავწერე მიშველის,
ლექსს ფიქრს გავაყოლებ დარდიანს,
მერე ნაცნობ ბილიკს გავყვები,
ისევ შველას შევთხოვ მადლიანს.
მტკივა... ვაღიარო?-არ მინდა!
სულში ჯოჯოხეთი ტრიალებს.
ვცდილობ საკუთარ თავს გავექცე,
დრო ვერ მოაშუშებს იარებს...
დამღალა ნიღბების სიცივემ,
განა ასე ბევრი ვინატრე?!...
მხოლოდ ჩემი წილი სითბო და
ღვთისგან ბოძებული სინათლე...

1 views
 
Komente

Nuk ka ende komente.
Lini komentin tuaj, filloni diskutimin!

Ditar
Blogët shkarkohen çdo 5 minuta