18.12.2011
:( eh
35, Tbilisi, Georgia

სადღაც გაიფრინა გუნდმა თოლიების,
მზეში ყველა ღრუბლის სევდა შემდნარიყო.
ალბათ, მამა ღმერთსაც დავიყოლიებდი,
წვიმა მოვიდოდა, შენ რომ ჩემთან იყო.

ჭკნება გაზაფხული მიღმა დარაბების,
ზაფხულს შემოდგომა გარდაცვალებია.
რა ვქნა? არ მახარებს ისე არაფერი,
როგორც სიყვარულის ჟონვა თვალებიდან.

ჰოდა მეტირები, ისე მეტირები,
ლამის თვალებიდან ვიგრძნო ფოთოლცვენა,
ვიცი, უსასრულო დარდი ვეღირები,
ანდა სინანული თვითმკვლელ მომლოცველთა...

სადღაც უჩვეულოდ კვნესის როიალი,
გული აუჩუყდა მზეს და ჩაიძირა,
გზებმა მოწყენილი ხალხი მოიარეს,
ხალხი მოიარეს, თუმცა, რა იციან

როგორ ფარფატებენ ცაში თოლიები,
ჩემში უშენობა როგორ შემდნარიყო.
ალბათ, მამა ღმერთსაც დავიყოლიებდი,
წვიმა მოვიდოდა, შენ რომ ჩემთან იყო...........

0 views
 
Komente

Nuk ka ende komente.
Lini komentin tuaj, filloni diskutimin!

Ditar
Blogët shkarkohen çdo 5 minuta