ისევ შენ
44, Batumi, Georgia

მიყვარხარ ნაზად, უჩვეულოდ, ისევ შორიდან
მოსწყდება ბაგეს უსაშველოდ ჩუმი ლოცვები.
შენს საძებნელად გადავლახავ მთებს და ბილიკებს.
არ შევშინდები თუ კი ვიცი, რომ გენატრები..

შენსკენ ვიარო? დამერწმუნე, განა ძნელია
მხოლოდ იმედი, რომ დამყვება ყველგან კვალდაკვალ
შენსკენ სავალი ეს უბრალო გზაც კი გრძელია.
მე კი ვიჯერებ, რომ მეჩვევი ნელა თანდათან...

ცოტას დავიცდი.. სანამ მოხვალ, კარგო, ჩემამდე..
მოხვალ შორიდან, თუმცა მაინც მოხვალ მპირდები,
მინდა, რომ ისევ ჩემს უსაზღვრო გრძნობას ხედავდე.
მინდა იცოდე, თუ კი მოხვალ... შენთან ვიქნები...

მიყვარხარ ნაზად, უჩვეულოდ, ისევ შორიდან..
მოსწყდება ბაგეს უსაშველოდ ჩუმი ლოცვები,
შენს საძებნელად მე გადავალ დროში დროიდან,
თუ კი პირობას დამიდებ, რომ ჩემთან იქნები..

5 views
 
Komente

Nuk ka ende komente.
Lini komentin tuaj, filloni diskutimin!

Ditar
Blogët shkarkohen çdo 5 minuta