თქვენ ქალბატონო! (დამცინეთ ქალბატონო, დამცინეთ... )
40, Batumi, Georgia


თქვენი სიყვარულის გამო,
გამკიცხეთ, გამუდმებით გამკიცხეთ,
მაინც თავზე მეტად გყვარობთ.
თქვენ ხართ ქალბატონო ჩემი,
ჩემი იმედი და ვნება,
თითქოს ახირებად რჩებით,
თითქოს აუხდენელ მცნებად.
წამში შემაყვარეთ თავი,
წამში ამირიეთ თავ–გზა,
თქვენი მოტრფიალე გავხდი,
თქვენი სიყვარული მწვავდა.
ძლიერ მივეძალე სასმელს
დროსთან საუკუნეს ვიყოფ
და თუ არ იქნებით ჩემი,
მინდა ბედნიერი იყოთ.

ავტორი: თევდორე გოგოლაძე

7 views
 
Komente

Nuk ka ende komente.
Lini komentin tuaj, filloni diskutimin!

Ditar
Blogët shkarkohen çdo 5 minuta