პეტიცია. პოლიტიკური გვერდი....
30, Tbilisi, Georgia

პეტიცია

საქართველოს პრეზიდენტს - მიხეილ სააკაშვილს
პრემიერ მინისტრს - ბიძინა ივანიშვილს
იუსტიციის მინისტრს - თეა წულუკიანს
მთავარ პროკურორს - არჩილ კბილაშვილს

სამართალი უნდა აღსდგეს! ყველა დამნაშავე უნდა დაისაჯოს!
ჩვენ ყველანი იმ თაობის წარმომადგენლები ვართ, ვინც საქართველოში უკანასკნელი ოცწლეულის მოვლენებს შეესწრო. დარწმუნებული ვარ მტკივნეული იქნება იმაზე საუბარი, თუ რაოდენ მძიმე და მუხანათი დღეები გამოვიარეთ ამ 20 წლის განმავლობაში.
მიგვაჩნია, რომ საზოგადოება საკმაოდ მომწიფდა იმისათვის, რომ ამ პერიოდში მომხდარ ყველა მოვლენას საბოლოოდ დაარქვას თავისი სახელი და მოითხოვონ ყველა იმ პირის კანონის წინაშე წარდგომა ვინ ქვეყანაში გამოიწვია დაპირისპირება და არეულობა.
„სამართალი უნდა აღდგეს, რეჟიმი უნდა გასამართლდეს" ამ ლოზუნგით დღეს საზოგადოების წარმომადგენლები ნანა კაკაბაძის და მელორ ვაჩნაძის ხელმძღვანელობით ახალ ხელისუფლებას „ნაციონალური მოძრაობის" * წლიანი მმართველობის პერიოდში შესაძლო ჩადენილი დანაშაულებების გამოძიებასა და ყოფილი მაღალჩინოსენების გასამართლებას სთხოვენ.
თუ სამართლიანობის დამკვიდრება გსურთ ქვეყანაში, მაშინ სამართლიანობის აღდგენა 1989 წლიდან უნდა დაიწყოთ, გავიხსენოთ 1989 წლის 9 აპრილი, ვინ მოაწყო ქართველთა სისხლიანი სასაკლაო? ვინ დაუპირისპირა ქართველი ქართველს?
ასევე გავიხსენოთ 1991-1992 წლები, მაშინაც ასე დაიწყო შიდა დაპირისპირება და მაშინაც როგორც დღეს ყველაფერს ნანა კაკაბაძე, ჯაბა იოსელიანის მარჯვენა ხელი ორგანიზატორობდა.
შეგახსენებთ, რომ ნანა კაკაბაძე იყო 1992 წლის ამნისტიის სულის ჩამდგმელი, როდესაც უამრავი დამნაშავე - კრიმინალი ციხიდან გამოუშვეს და შემდეგ მათ ბაზაზე შექმნეს "მხედრიონი".
ნანა კაკაბაძის და ჯაბა იოსელიანის კისერზეა 1991-93 წლებში გაჩაღებული რევანშისტული სამოქალაქო ომი, რომელსაც კანონიერად არჩეული ხელისუფლების დამხობა, ქვეყანაში სისხლისღვრა და რეპრესიები მოჰყვა, ეს იყო ჩვენი ქვეყნის უახლეს ისტორიაში ქვეყნის წინაშე ჩადენილი გამოუსწორებელი დანაშაული, რომლის შედეგებს დღესაც ვიმკით, ხოლო ამ ომის შემოქმედნი ; ბოროტმოქმედები და დამნაშავეები, რომელთა უმეტესობა დღემდე არც კი გასამართლებულა დღეს გამოდიან ტელევიზიით და ისტორია გაამეორეს, გამოსცეს საყოველთაო ამნისტია, გაანთავისუფლეს კრიმინალები, პედოფილები, ქვეყნის ჯაშუშები და ხელი შეუწყეს ქვეყანაში არეულობასა და კრიმინალის წახალისებას.
მოვითხოვთ გამოიძიებული იქნას 1991 წელს ხელისუფლების დამხობის, 1991-1993 წლებში სამეგრელოს მშვიდობიანი მოსახლეობის ძარცვის და ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტები.
გამოიძიებულ იქნას ასევე შევარდნაძისა და მისი გუნდის საქმიანობა, რომლებიც სამწუხაროდ დღესაც იმყოფებიან სახელმწიფო სამსახურებში, გვინდა სამართლიანობის აღდგენა და არა შეცევითი სამართლის დამკვიდრება!!
თუ გამოზიებას ამ თანმიმდევრობით დაიწყებთ, ყოფილი პრემიერ მინისტრის ბატონ ზურბ ჟვანიას გარდაცვალებასთან დაკავშირებულ კითხვებსაც თავისთავად გაეცემა პასუხი.
კიდევ ერთხელ ვიმეორებთ, მოვითხოვთ სამარტლიანობის აღდგენა დაიწყოთ 1991 წლიდან მოყოლებული, მხედრიონის სულის ჩამდგმელის ქალბატონი ნანა კაკაბაძის დაკითხვიდან.
ერისა და ქვეყნის წინაშე უნდა გასამართლდეს ყველა ვისაც კი აქვს ჩადენილი დანაშაული, ამ შემთხვევაში იზეიმებს სამართლიანობა!!

ჩვენ ხელის მომწერნი ვიზიარებთ პეტიციის შინაარსა და მოთხოვნას.
პეტიცია მოამზადა ; https://www.facebook.com/NonaSaghareishviliSamartlisDamoukidebeliEksperti
პეტიციის ავტორი; ნონა საღარეიშვილი

ამონაწერი აზრი.

დამიჯერეთ რომ მიშას დროს მომხდარი ყველა მიკრო კრიმინალური დანაშაული კრემლში არის დაგეგმილი. საქართველოში მომხდარი დანაშაულები კრემლის მიერ არის შეკვეთილი მაღალი მეცნიერული კვლევის დონეზე.
კრემლის იმპერიის არქიტექტორების მიერ იგეგმება საქართველოს სახელმწიფოებრიობის სრული გაქრობა განადგურება.
ქართველების შიდა დაპირისპირება ეს არის კრემლის მიერ გამიზნულად მოწყობილი ქართული სახელმწიფოებრიობის თვით ლიკვიდაცია.




ადრეც ვამბობდი და ახლა საბოლოოდ დავრწმუნდი, რომ ბიძინა ივანიშვილის სიძულვილის ხარისხი მიხეილ სააკაშვილის მიმართ- რეგისტრში ისეთი პათოლოგიურ- პარანოიდულია, რომელიც უამრავ კომპლექსთა შერწყმისგან მომდინარებს და მას ფროიდისა თუ იუნგის დონის ფსიქოთერაპევტთა ახსნა დასჭირდება-მეთქი.... და აი ახალი დასტურიც, ივანიშვილი ოქტომბერში არჩეულ პრეზიდენტს სააკაშვილის მიერ აგებულ დიდებულ რეზიდენციაში არ უშვებს და სადღაც-"გოქსის"სულ ბოლოს კი ამერიკის საელჩოს შენობაში ამწესებს, რითაც პრეზიდენტის ტიტულატურას არათუ ამცირებს არამედ იმდენად აკნინებს, რომ თავის ჯიბის ინსტიტუტად ლამის დაურიდებლად აცხადებს. იქნებ ვინმემ მითხრას თავად ხომ არ გადადის ამ დიდებულ შენობაშიო, როგორ გეკადრებათ, ის ისე უფრთხის სააკაშვილის აჩრდილს, ვითარცა ელსინორის მოქუფრულ ციხესიმაგრეში უფრთხოდნენ ჰამლეტის მამის აჩრდილს! და ისიც არ გამიკვირდება, რომ გახელებულმა სულაც გადააბუგინოს ეს დამთრგუნველი სასახლე, რომელიც მისთვის რატომღაც კოშმართა პანდემონიუმსა ასახავს მთვარიან ღამესაც კი.. არადა პრეზიდენტი და მისი სასახლე სახელმფიფოსთვის ცერემონიალურია და მის სახეს წარმოადგენს და არამარტო სახეს- ერთგვარად ღირსებასაც. დღევანდელი პრეზიდენტის სასახლე სრულ უნისონსია ამ მოთხოვნებთან-სრულ უნისონში, რაც არაერთხელ მოწონებით აღუნიშნავთ მსოფლიოს მოწინავე ლიდერებს. ყოველივე კი მეტად წრადგებოდა ახალგაზრდა ქართულ სახელმწიფოს რენომეს მსოფლიოს თვალში. მაგრამ.... საქართველოში რომ სიძულვილიც მეუფეობს ესეც ცხადია, მაგრამ ეს პიროვნული სიძულვილი მეტად საშიშ ფორმებს იღებს და იგი არაპროგნოზირებადია, ამან კი შეიძლება ისეთ კატასტროფაში ჩაგვითრიოს, რომლის სცენარიც კრემლის მოქუფრულ პალატებშიც არ მოლანდებიათ. ვურჩევდი პრემიერს, რომელსაც ძალიან უყვარს სზვადსხვა სახის ექსკურსები, სახელმწიფოს მართვის მაგალითი სამხრეთ აფრიკელ ნელსონ მანდელასგან აიღოს, რომელმაც ორი სამკვდრო სასიცოცხლოდ დაპირისპირებული რასა მოარიგა და ისე შექმნა სახელმწიფო- სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკა, რრომელიც ჰუმანიზმით გამსჭვალულ კაცობრიობის ნაწილისათვის სანიმუშო მაგალითს წარმოადგენს!

.............................................................................................................................................

ისე ღმერთმა ნათელში ამყოფოს სანდრო გირგვლიანი, მისი მკვლელები ნამდვილად დასაჯელები არიან, მაგრამ სანდროს ბიძაშვილმა (ქალბატონი ირინას ძმისშვილმა) რომელიც პოლიციაში მუშაობდა შევარდნაძის პერიოდში, ფალიაშვილის ქუჩაზე უდანაშაულო ბიჭი რომ მოკლა და ერთი დღე არ დასჯილა ამის გულისთვის და არც არავის არ გაუგია ეს ამბავი, სადაა მამამისის მორალი, ეხლა ტელევიზიით თავის ტრაგედიაზე რომ ლაპარაკობს მარტო

მე წავიკითხე ამასწინათ გაზეთ "ალიაში" დაწერილი სტატია ქართველი ლიბერალების შესახებ. ამ სტატიაში ჩვენ, ლიბერალები, ამერიკის შეერთებული შტატების ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს აგენტებად და ქართველი ხალხის მტრებად ვართ გამოყვანილები. ასეთი უბინძურესი სტატიები ათასობით იწერება, და მსგავსი სტატიები გვაიძულებს ჩვენ, ქართველ ლიბერალებს, ადამიანებს, რომლებსაც გაგვაჩნია რაღაც განათლება და შესაბამისად, შესაძლებლობა, უკეთ ვიცნობდეთ საკუთარ შინაგან ადამიანურ ბუნებას, საქართველოში კიდევ უფრო გარიყულად ვგრძნობდეთ თავს. არადა, ჩვენს შორისაც არის ძალიან დიდი იდეოლოგიური სხვაობები, ზოგი მემარცხენე ლიბერალია (მაგ. ირაკლი და ნინია კაკაბაძეები), ზოგი მემარჯვენე ლიბერალი (თინა ბოკუჩავა, გიგა ბოკერია, თამარ ჩერგოლეიშვილი), ზოგი "ქართული ოცნების" მხარდამჭერია, ზოგი "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის," ხოლო მსგავსი ჟურნალისტები და მათთან ერთად საპატრიარქო, რომლებსაც უბრალოდ, შურთ ჩვენი, გამოდიან ერთიანი ფრონტით ჩვენს წინააღმდეგ. ამით ისინი რომელიმე კონკრეტულ პოლიტიკურ ძალას კი არ უპირისპირდებიან, არამედ უპირისპირდებიან მთლიანად მეტნაკლებად განათლებულ საქართველოს, ქართულ ინტელექტს, ისინი საშინელი გაშმაგებით გვებრძვიან ჩვენ და მე ამაში რუსეთის სპეცსამსახურების უშუალო ინტერესსაც ვხედავ. სწორედ პუტინის რუსეთს სურს ინტელექტუალური შუღლის გაღვივება, სწორედ პუტინის რუსეთის ინტერესებშია, რომ საქართველოს აღარ ჰყავდეს ინტელექტუალური ელიტა, რომ რელიგიურ-ფაშისტოიდური დაჯგუფებები ჩვენივე საკუთარ ქუჩებში გვესხმოდნენ ჩვენ თავს, როგორც ხალხის მტრებს და საკუთარი ეროვნული იდენტობის მოღალატეებს. გაიხსენეთ, პირველ რიგში რა გააკეთა ადოლფ ჰიტლერმა, როცა ის ჩეხეთში შეიჭრა: მან ბრძანება გასცა, მოეხდინათ ჩეხი ინტელექტუალების ფიზიკური ლიკვიდაცია. ბიძინა ივანიშვილის გამონათქვამებს, რომ მან უნდა დაალაგოს ურთიერთობა რუსეთთან, რუსეთის გავლენის ქვეშ მყოფი ძალები აღიქვამენ ძალიან არასწორ სიგნალად, რომ "მათი დრო დადგა," ისინი დღეს გაათმაგებული გაშმაგებით გვიტევენ, იყოლიებენ რა საქართველოს მოსახლეობის ყველაზე ბნელ და გაუნათლებელ ნაწილს. მე მახსოვს ჩემი ცხოვრების ის პერიოდი, როცა რუსეთში ფაშისტოიდურ დაჯგუფებებს რამდენჯერმე ძლივს გადავურჩი. ახლა მე მიწევს მათთან ბრძოლა უკვე ჩემივე ქვეყნის შიგნით, და ეს იმ ფონზე, როცა პირადად მოკლებული ვარ მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილის მხარდაჭერას. ვიცი, რას აკეთებდა "თავისუფლების ინსტიტუტი," რას აკეთებდნენ თამარ ჩერგოლეიშვილი და გიგა ბოკერია. ისინი ორმაგ თამაშს თამაშობდნენ და ძალიან ხშირად ღალატობდნენ ლიბერალიზმის პრინციპებს. სწორედ ამიტომ წავედი მე ოპოზიციაში და არა იმიტომ, რომ მე ისინი "ქართველობას მართმევდნენ," მე გიგა ბოკერიასა და თამარ ჩერგოლეიშვილზე გაცილებით უფრო გაცნობიერებული ლიბერალი ვარ, მე ძალიან უკომპრომისო ლიბერალი ვარ, თანაც, მემარცხენე ლიბერალი, მე ვიბრძვი ჩემი ქვეყნის მოდერნიზაციისთვის, მე ეროვნულ საქმეს ვაკეთებ, ამიტომ ყველა, ვინც მე მიპირისპირდება, უპირისპირდება საქართველოს მომავალს და გთხოვთ, ნუ გააკეთებთ ამას. მესმის, მშობლები ბავშვობაში გცემდნენ და შოკოლადს არ ყიდულობდნენ თქვენთვის, მესმის, არასოდეს გქონიათ პირადი ცხოვრება და ამიტომ შეიძლება, გშურთ ჩემი, მაგრამ დამიჯერეთ, საკუთარი პირადი ცხოვრებით კმაყოფილი არც მე ვარ. დღეს საქართველოში შეუძლებელია ადამიანს ჰქონდეს კარგი პირადი ცხოვრება, სწორედ იმის გამო, რომ გარეშე ძალას არ სურს ეს. თქვენ გგონიათ, რუსეთის სპეცსამსახურები ბამბას პენტავენ? მათ იციან, რომ დემოკრატიული, ჰუმანური, სექსუალურად თავისუფალი და ჰარმონიული პირადი ცხოვრების მქონე, განათლებული საქართველო მათთვის სამუდამოდ დაკარგული საქართველოა. თუ ისინი "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" უპირისპირდებოდნენ, "ქართულ ოცნებას" ასმაგად და ათასმაგად დაუპირისპირდებიან და უკვე უპირისპირდებიან კიდეც. ჩემს წინა მოწოდებას, რომელიც ფეისბუკის ერთ-ერთ ჯგუფში გავპოსტე, 670-ზე მეტი კომენტარი მოჰყვა. საქართველოს შავრაზმული და კრემლის გავლენის ქვეშ მყოფი ნაწილი ძალიან მტკივნეულად აღიქვამს პროგრესს. მე ეს მოწოდება გავპოსტე იმ დროს, როცა პრემიერი ბიძინა ივანიშვილი ჟურნალისტებს ხვდებოდა და სადაც მან 2013 წლის 17 მაისის ლგბტ აქციასთან დაკავშირებით საკუთარი ისტორიული და ჭეშმარიტად გმირული განცხადება გააკეთა სექსუალური უმცირესობების შესახებ, რომ ისინი ჩვეულებრივი ადამიანები არიან და რომ საქართველოს ხელისუფლება შეასრულებს საკუთარ ფუნქციას და დაიცავს მათ უფლებებს. საქართველოს მოსახლეობის ნაწილმა ეს განცხადება უკიდურესად მტკივნეულად აღიქვა. ეს მოსახლეობის სწორედ ის ნაწილია, რომელიც რუსული წრეების გავლენის ქვეშ მყოფი, უმდარესი, შავრაზმული, შოვინისტური და ანტიინტელექტუალური ქართული პრესის იდეოლოგიურ მარწუხებშია მოქცეული და რომელსაც ამაოდ ეგონა, რომ პრემიერი პირველი ოქტომბრის ისტორიული არჩევნების შემდეგ ცოცხლად გაატყავებდა ჰომოსექსუალებს. იმის უდიდესი ნაწილი, რაც ფაშისტოიდურ-რელიგიურ დაჯგუფებებს საკუთარი ეროვნული იდენტობა გგონიათ, არის სტალინის მდარე გემოვნების მონაჩმახი, ამიტომ დაუფიქრდით საკუთარ ქცევებს, ზოგადად, იფიქრეთ და იკითხეთ მეტი და ნუ ცდილობთ, რომ სტალინის იდეოლოგიურმა მემკვიდრე რომელიმე გარეშე ძალამ თქვენ საკუთარი ბოროტი მიზნებისთვის გამოგიყენოთ, ჩვენი საზოგადოების საუკეთესო ნაწილის წინააღმდეგ.

აქვე მე მინდა განვმარტო, რომ "ქართულ ოცნებას" ან მის რომელიმე ლიდერს ოდნავი გავლენაც კი არ გააჩნია ჩემზე. სრულიად დამოუკიდებელი პიროვნება ვარ, დამოუკიდებლად ვმოქმედებ, გამოვხატავ მხოლოდ საკუთარ შეხედულებებს და ჩემი, სრულიად დამოუკიდებელი სარედაქციო პოლიტიკა გამაჩნია. მე ვერავინ მმართავს, ვერავინ მოახერხებს ჩემს მოქცევას საკუთარი გავლენის ქვეშ და ის, რომ მე "ქართული ოცნების" მხარდამჭერი ვარ და არცთუ მოკრძალებული წვლილი შევიტანე მის გამარჯვებაში, არ ნიშნავს ამ პოლიტიკური ძალის ან მისი რომელიმე ფრთის გავლენის ქვეშ ყოფნას. კარგს თუ გააკეთებს, ყველას შევაქებ, მათ შორის, საკუთარ მოსისხლე მტერსაც კი, ცუდს გააკეთებს და, საკუთარ ახლობელსაც ღიად გავაკრიტიკებ. უბრალოდ, მე ვცდილობ, მაქსიმალურად დავიცვა ჰუმანიზმის და პატიოსნების პრინციპები. მე ვარ მწერალი და საზოგადო მოღვაწე, ძალიან კარგად მაქვს გაცნობიერებული საკუთარი მოვალეობა, ვასრულებდი, ვასრულებ და ყოველთვის შევასრულებ ჩემს მოვალეობას, როგორ აგრესიასაც არ უნდა იწვევდეს ეს რელიგიურ და ფაშისტურ დაჯგუფებებში. ის, რაც დღეს საქართველოში ხდება, არის სიგიჟის მწვერვალი, ხოლო ეკლესია თანდათან სულ უფრო მაგონებს საბავშვო ბანაკის ხელმძღვანელ ქალს ახალგაზრდული აღმოსავლეთგერმანული ფილმიდან "ჭორფლის შვიდი ლაქა." ქართულმა სამოქალაქო საზოგადოებამ და სახელმწიფომ არ უნდა დაუშვას მსგავსი გაუგონარი ბარბაროსული ჩარევა ადამიანის პირად ცხოვრებაში, რაც ხდება აბსურდულ "ქართულ ეროვნულ იდენტობაზე" პედალირებით და მოიცავს ეკლესიის და შავრაზმული პრესის მხრიდან ყველა ქართველის პირადი ცხოვრების გაკონტროლების დანაშაულებრივ სურვილს და სხვაგვარად მოაზროვნეების ერის მოღალატეებად, არაქართველებად და ხალხის მტრებად გამოცხადების უკიდურესად სამარცხვინო მოვლენას.

გაფრთხილება – ვერაგული გეგმა და მისი დამანგრეველი შედეგები საქართველოზე

მძინარე ქართველი ერი მხოლოდ მაშინ იღვიძებს როდესაც ქართველთა მტერი რუსი გენერალის ჩექმა, ისევე შემოაბიჟებს თვითეულ ჩვენი ოჯახის საძინებელში და აგვიოხრებს პაწია ბავშვებს, როგორც ეს გააუკეთა ველურმა გენერალმა, საქართველოს უკანასლნელ დედოფალ მარიამ ციციშვილ ბაგრატიონს.
გახსოვდეთ საქართველოს ისტორია.


რთულია დავამტკიცო რას წარმოადგენს ნატო. მაგრამ რუსულ იმპერიისგან რომ დაგვიცავს ეს გარდაუვალია. ისმის კითხვა რატომ არ ვერ გვღებულობს? ნატო ისეთი ორგანიზაცია არ არის ნებისმიერი ქვეყანა რომ გააწევრიანოს, თუ ქვეყანა ნატოს სტანდარტებს ვერ დააყმაყოფილებს ვერც ნატოში შევა. ამიტომაც რუსული იმპერიაყველაფერს აკეთებს რომ ეს სტანდარტები დაირღვეს საქართველოში. რათქმაუნდა ამას აღწევს დეზინფორმაციებით, მიწების ძალიათ წართმევით, და სხვა. თქვენ ამბობთ ნატო სისხლზე აგებული სამხედრო ძალააო?ესეც ამერიკისკენ მიმართული საინფორმაციო ომია.მსფლიოში არ არსებობს პრეცედენტი რომელიც ამერიკის სახელმწიფოს დემოკრატიაში ვინმემ აჯობოს.სწორედ ამის ეშინიათ ამრეკისი მტრებს და გაბოროტრბულები ყველაფერზე მიდიან, დაწყებული ტერაქტებით დამთვარებული ბინძური აგიტაციებით. პირველი ნატოს მტერი რუსული იმპერიაა. მილიარდობით თანხა იხარჯება მარტო ბინძურ აგიტაციებზე ნატოს წინააღმდეგ. გადახედეთ ნატოში შემავალ ყველა იმ ქვეყნებს და მნიხვდებით როგორ ამოითქვეს სული.შორს არ წავიდეთ თურქეთი საუკეთესო მაგალითია. დააკვირდით ვინ და რას წარმოადგენდა თურქეთი მანამ ვიდრე ნატოს წევრი გახდებოდა? ეხლა წელგამართული ყოყოჩობს და მართალიც არის. ვიცი გაგიჩდებათ აზრი თურქები საქართველოს შემოესია ასევე აჭარასო, დიახ შემოესია იმიტომ რომ კარგი სახრავი ნახა ვიდრე საქართველო ფეხზე არ დამდგარა. მაგრამ როდესაც გავძლიერდებით თურქიუკვე ასე ადვილად ვერ იფარფაშებს ჩვენს კუთხეში, არ დაგავიწყეთ სიძლიერე ბუნებრივი მოვლენაა, დააკვირდით ცხოვრებას გინდ პირადულში თუ ძლიერიარ ხარ ტავად შენიანებივე აგილთვალწუნებს.ხომასეა? ამიტომ არც მიკვირს რატომ გვასუსტებს უპირველესად ჩვენი მტერი რუსული იმპერია. დასკვნა უკვე გასაგებია დაცემული და გაჩაჩანაკებული ერი ადვილი სამართავია. დასკვნა თქვენთვის მომინდია. ბოლოს დავამატებდი ბევრი ამბობს თურქები აჭარას შემოესიაო. ნაწილობრივ არ ვეტანხმები ამას იმიტომ რომ თურქების ნახევარზე მეტი ძველი ქართული გვარის მატარებლებია, რატომღაც ისიც გვავიწყდება რომ , ძველ ქართულ მიწებზე თურქებს რომ უკავიათ 4 მილიონი ქართველი ცხოვრობს , მათ გურჯებს უწოდებენ. დაფიქრებულხართ როცა საქართველო გაძლიერდება როგორ გადმოვიყვანთ იქ მცხოვრებ ქართველებს აგიტაციით ჩვენს მხარეს? ჩვენც ტამამად მოვთხოვთ თურქულ მხარეს ტაძრების და ეკლესიების აღდგენას. ეს გარდაუალია მაგრამ ჯერ თავად უნდა დავდგეთ ფეხზე. მერწმუნეთ ამიტომაც ყველაფერს აკეთებს შიდა და გარე მტრები საქართველო არ გაძლიერდეს. გაძლიერებული საქართველო ბევრ რაიმეს დაანახებს ევროპის ქვეყნებს. და სამაგალითო ერი გავხდებით. დღეს რა ხდება?ისევ მონობისკენ მიგვაქანებენ. და ათასნაირ ბინძურ აგიტაციებს ყრიან ახალ შექმნილ სახელმწიფო საქართველოს წინაამღდეგ. ეხლა ამბოიბენ არაფერი ასენებულაო ? თითქოს საქართველო მიშას მოსვლამ დაანგრია? ცინიზმია მეტი არაფერი , როცა ევროპის წამყვან ქვეყნებმა აღიარეს მიშას გაკეთებული როგორც დემოკრატიის წარმატებული საწყისი საქმე. დააკვირდით სემდეგ ჩვენი მტრები როგორ გააქტიურდა? იმავე წუთში მოგვიწყვეს ეგრეთ წოდებული 7 ნოემრის მოვლენები, მაშინ ცხონებული პატარკაციშვილის მეთაურობით მოსკოვიდან ათასნაირ ინსტრუქციებს ღებულობდენ მოსკოვიდან. ასე არ იყო? ნახეთ ფარული ჩანაწერები და დარწმუნდებით. დასნანია საქართველოს პარტრიოტის ზვიადის შვილი მოსკოვიდან ინსტრუქციებს იძლეოდა.

10:06

>> როცა 7 ნოემრის აქცია ვერ ააგორეს. რუსულმა იმპერიამ ნოღაიდელი გამონახა, აქაც ჩაფლავდნენ. შემდეგ ქალბატონი ბურჯანაძე. სადაც 26 მაისის აქცია მოგვიწყვეს იმ დროს როცა საქართველოს დამოუკიდებლობა უნდა გვეზეიმა. მითხარით ეხლა განა ყოველივე ამ დროს აქცია მტრის წისქვილზე არ ასხამდა წყაალს? ყოველ ასეთ გამოსვლებში გაჭირვებულ ხალხს აყენებდნე სასარბაზნე ხორცად. ესეც გათვალეს გაჭირვებულის მანიპულირება ძალიან ადვილია ფსიხოლოგიურად, შედეგადაც მივიღეთ დარბევები. შემდეგ ხმამაღალი ყვირილი აი სამართლიანი საქართველოს დემოკრატიაო. გამგებიანი ადვილად მიხვდება სად იყო ძაღლის თავი დამარხული. აქედან აგროვებდა ტალახს სასროლად რუსეთის იმპერია. ბოლოს სამწუხაროდ ახალ მეთოდით წამოვიდა შეტევაზე . მოაწყვეს ციხის ინციდენტი. და ეს იცით ვინ შეიძლება ყოფილიყო მომწყობი? არ არის გამორიცხული რუსული იმპერიის ქართვველი მოღალატე შესყიდული ადამიანები. ასეთები იყვენ საკმაოდ ნაციონალურ მოძრაობაშიც. ბოლოს ნიღბები აიხსნენ და ბევრიც ოცნებაში გადაბარგდა. ხალხი? როგორც ყოველთვის დარჩა კუდამოძუებული. ბევრს ისე შთაგონეს მიშასადმი სიძულვილი რომ დღემდე წყევლა კრულვას აგზავნის. მე უკვე ღრმად ვარ დარწმუნებული საქართველოში რაც უკანონობა ხდებოდა ამას საქართველოს შიდა მტრები აკეთებდნენ ნიღაბ აფარებული ეგრეთწოდებული ნაციონალები. ისევ წაგვაქციეს მაგრამ მუხლებზე ვერ დაგვაჩოქებენ . საქართველო არასოდეს დაიჩოქებს.


საქართველოს ისტორია...

საქართველოს ისტორია მომთაბარე ველურ ტომებთან ბრძოლების ისტორიაა, და ამიტომაც დამკვიდრდა ჩვენს ენაში სიტყვა ველური, რომელიც მსოფლიოში განთქმული სიტყვა ბარბაროსები შეცვალა. გირგი მეშვიდემ კარგად იცოდა რომ, ქართულ ჯარს თემურ ლენგის წინააღმდეგ გამარჯვება არ ეწერა, მაგრამ მაინც ეკვეთა მტერს. დღეს ჩვენში ხშირად აკრიტიკებენ, გიორგი მეფეს იმისათვის რომ მხოლოდ ბრძოლის გზა აირჩია თემურ ლენგთან, და არავითარ კომპრომისზე არ წავიდა. ამის იმეზი ისევ ჩვენში უნდა იყოს, მას შემდეგ 600 წელიწადი გავიდა, ამ წლეების განმავლობაში საქართველო მუდმივად ჩართული იყო მტერთან ბრძოლებში, მეზობელ იმპერიებთან, მომთაბარე ტომებთან, ყოველი თაობა რაღაცას კარგავს ამ ორომტრიალში, ბოლო ორი საუკუნე სხვის იმპერიაში ვცხოვრობდით, სხვა ქვეყნის ნაწილი ვიყავით და ჩვენი აზროვნება ცოტა არიყოს ნაძარცვია სახელმწიფო აზროვნება,დღემანდელი ჩვენი იმ სახელმწიფო აზროვნებასთან ცა და დედამიწასავით განსხვავებულია. თემურ ლენგის ერთ-ერთი მემატიანე იგნ არაღაფი ასე ამბობდა, საქართველოზე მართალია მათი სამეფო დიდი არ არის მაგრამ საუკეთესოდ არის გამაგრებული. ციხე სიმაგრეები მთები, ქვაბულები, ყოველივა ამათი დაბყრობა ძალიან რძნელია, მათი კეთილშობილ გულთან შერწყმულ ბუნების გამო.

ბურჯანაძეების დამალული და კრიმინალური ქონება

ყველა ქვეყანას აქვს უფლება იცხოვროს ისე,როგორც მას უნდა.საქართველო არსდროს მიიღებს ასეთ კანონს.ამას ყველა შვეწინააღმდეგებით.არ უნდა იყოს ამის, არც პროპაგანდა,მაგრამ არც ამ ნიშნით შევიწროვება და დევნა.თუ ასეთი დაარღვევს კანონს და იძალადბს ვინმეზე,ისევე უნდა დაისაჯოს, როგორც თუნდაც ქალზე მოძალადე ასეთივე ნაძირალა.ურთიერთობას ვერასდროს ავკრძალავთ.მაგრამ,რასაც ახლა ვხედავ და მესმის,მეთოდურად მიმდინარეობს ევროპის დისკრედიტაცია რუსეთის სასარგებლოდ.ძალიან ბევრი ღვთის მსახურიც კი ეროვნულობის,ტრადიციების ფასეულობებით მანიპულირებენ.სულ 15-20 წუთის წინ ვისმენდი აქვე მეუფის(სახელი აღარ მახსოვს) ქადაგებას,თუ როგორ რყვნიან ამერიკა და ევროპა თურმე საქართველოს, ვალენტინობის და ჰელუინის დღეების აღნიშვნით.წარმართულიაო.მაშ

ინ ბევრი ჩვენი სიმღერა და ტრადიცია წარმართულია და აღარ ვიმღეროთ და არ შევასულოთ.40 წელი რუსულს ვასწავლიდი .თავს არ დავდეებ ექსპერტად,მაგრამ რუსეთში გეოპოლიტიკურად ფეხის შეცდენაც კი სამუდამოდ დაგვაშორებს ევროპას,ნამდვილ ცივილიზაციას და დიდხანს ვერ გამოვეცლებით, თუ სამუდამოდა არა, სკვითურ-მონღოლურ,ყველაფრის დამანგეველ და მომსპობ,მრავალი ერის ასიმილაციის გენის ქვეყანას. მტვერს და ჭუჭყს,როცა გინდა,ნებისმიერი უსუფთავესი დიასახლისის სახლში ნახავ,ყოველთის დარჩება სადმე ასეთი,თუ ამის მიზანი და სურვილი გაქვს,მაგრამ თუ კეთილი ზრახვები გამოძრავებს,საიმოვნებით მიუჯდები ამ დიასახლისის სუფთად გა კეთილი გულით გაშლილ სუფრას.

17:45

,,ბრძოლა ამის წინააღმდეგ,ესაა მსოფლიოში რუსეთის პოზიციის არსი"'. ამ განჭვრეტების შემდეგ,ხომ არ მეტყვით,რაა კიდევ რუსეთის პოზიციის არსი?ან ვინ შეუკვეთა ეს ჯორეშმაკული სტატია?ისაა რუსეთსი არსი,რომ მართლამდიდებლური პოსტულატებით ნიღაბაფარებულმა დაარღვიოს ერთორწმუნე ქვეყანასთან დადებული ტრაქტატი.გადაღებოს და გადაფხიკოს მისი ეკლესიები და ტაძრები,გაიტანოს იქიდან განძეული და გადაადნოს ოქროდ,შეკრიბოს ათასწლოვაანი ხელნაწერები ,ფოლიანტები, დაწვას და გაანადგუროს, ძირკავდეს ენას, დასცინოდეს შენს ისტორიულ წარსულ და ეგზარქოსის პირით წყევლიდეს შენს ერს.გიპყრობდეს მეორედ და აწყობდეს სისხლიან ორგიას ერის საუკეთესო ნაწილის განადგურებით.გართმევდეს შენს ტერიტორიებს,მსოფლიო ომში გიხოცავდეს პროცენტულად შენი ერის ყველაზე მეტ ადამიანს,გიწყობდეს 9 აპრილს და სამოქალაქო ომს.ჩამონათვალი,ალბათ 5%-ც არ არის იმის, რა სისასტიკეც და სიბინძურეც გადაგვასხა ამ ქვეყანამ თავზე. ევროპა თავის ცხოვრებით ცხოვრობს,რუსეთი კი მუდამ სკვიტურ-მონღოლური მისწრაფებებით. გასაგებია ამ სტატიის ავტორის მისწრაფებაც.მიუხედავად ყველაფრისა,რუსეთი მაინც მართლმადიდებელია. გავაუქმოთ მაშინ დამოუკიდებლობის ყველა დეკლარაცია და დავბრუნდეთ დერჟავას წიაღში. ვის ადურაკებს ამის ავტორი, ან ვინ არის ამ გაზეტთია თუ რაღაც ,მისი მფლობელი?

17:46

მე მომნათლეს 1947 წელს, სიონის ტაძარში, ამავე ტაძარში 1968 წელს დავიწერე ჯვარი, ამავე ტაძარში მოვნათლე შვილები, სექტანტებთან მეც შეუგუებლობის პოლიტიკა მაქვს, რაც შეეხება რეალურ ციფრებს, 2011 წელში რუსეთში მოხდა ყოველ 100 000 სულზე 15 მკვლელობა, დარეგისტრირებული რა თქმა უნდა, თუ არ ჩავთვლით თვითმკვლელობებს და უბედურ შემთხვევებზე ჩამოწერილ მკვლელობებს ე.წ. “ვისიაკების“ დასაფარავად. ამავე წელს ევროპაში დარეგისტრირდა 3 მკვლელობა 100 000 სულ მოსალეზე, აშშ-ი 7 მკვლელობა, სამხრეთ აფრიკაში 14 მკვლელობა, აქ ის ქვეყნებია მოყვანილი სადაც სტატისტიკა არსებობს კრიმინალურ სფეროში. რაც შეეხება სექტანტებს, მე თანახმა ვარ ისინი ძალიან მოომრავლდნენ ევროპაში, ამერიკაში და მათ შორის რუსეთშიც,ასევე როგორც ჰომოსექსუალიზმი, სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ მე არ ვიცი რა არის ამის მიზეზი და თვითონ ჰომოსექსუალიზმი: გარყვნილობა, ავადმყოფობა თუ ბუნების შეცდომა ამიტომ არ ვიცი როგორ შეიძლება მათთან ბრძოლა, მე არ მომწონს რუსი ნაციონალისტების პოლიტიკური გამოხტომა, ვითომდა მათი მისია მსოფლიოს გადარჩენის თაობაზე, რა არის გაუგებარი ჩემს პოსტში? არის ანდაზა ქართული “ძაღლი სახლში არ ვარგოდა და სანადიროდ გარბოდაო“, რუსეთი მე დღეს ასეთ ძაღლს მაგონებს და ახალი აქ არაფერია იყო ასეთი პოლიტიკური მოღვაწე ადოლფ ჰიტლერი, რომელიც მსოფლიო წესრიგის დამყარებას ცდილობდა....!!!

17:46
არის ასეთი გამონათქვამი შენ ალთას ხარ და მე ბალთას!რთულია შენთან დისკუსიები ბევრჯერ ვთქვი საკმარისიამეთქი მაგრამ ისეთ უცნაურ აზრებს მახვევ თავზე რომ მოკლე პასუხებით ვერ ვჯერდები. ამიტომ დიდი პასუხი როცა მოგწერე დავინახე იქედან ვერაფერი დასკვნა ვერ გამოიტანე. ნუ გამინაწყენდები მაგრამ შენ ვერც ადამიანების ფსიხოლოგიაში ვერ ერკვევი და ვერც ცხოვრების ფილოსოფიაში. დღეს თუ შენ ხედავ შეცდომებს არაეტრთხელ განვმარტე რომ მეც უკეთ ვხედავ, მაგრამ ასეთი შეცდომები რუსეთან შეკრული ქართული ოცნებებით არ გამოსწორდება. ასეთი ფიქრი დემაგოგიაა . რაც კბილის ექიმს მაგონებს მუდმივად მისი პაციენტები პირდაღებული რომ შესცქერიან მკურნალ სტომატოლოგს. ასჯერ განვმარტე რომ ჩვენი მტრები მუდაამ ადამიანის დეგრადაციაზე მუშაობდნენ, პირველი მათი ვალი იყო ზნეობა წაერთმიათ, შემდეგ აღმოეფრქვათ პარტრიოტიზმი. რომლებსაც დღეს ბევრს სიცილადაც არ ყოფნით, ადამიანები გადააქციეს ჭამის მოთხოვნაზე. რასაც კიდევაც მიაღწიეს ზოგიერთან მიმარტებაში. ადრე თუ მტრები პირდაპირ გვაწიოკებდნენ მეტად გახელებულები ვიყავით იმიტომ რომ ოჯახს გვიწიოკებდნენ. ეხლა ტაქტიკა შეიცვალა. უკეთესი ვარიანტი გამონახეს ფოჩვიანი კამფეტების რეკლამით გვიტყუებენ როგორც ადრე კომუნისტები. ხოლო როდესაც სათავეში მოვიდნენ ააწიოკეს ყველაფერი. რომელი გაბედავდა ხმის ამოგებას? ისე როგორც დღეს მაგარი ოპოზიციონერებად რომ მოაქვთ თავი? ვინ შეედრება ნაზი შამანაურის გმირულ თანგაწირვას იმ ბობოლ
10 views
 
Komente
imedi17 01.07.2013

http://youtu.be/k87PHy4aaT4

История в лицах - Махаджирство в Абхазии (часть I)

xevisberi3 24.05.2013

სამწუხაროდ სიმართლეა!, მაგრამ უფრო სამწუხაროა, რომ ეს სიმართლე არ სჩანს საზოგადოებაში და უფრო მეtად სამწუხაროა, რომ არც აინtერესებთ!

imedi17 imedi17 01.07.2013

საბჭოთა იდეებით დეგრადირებული გაგება გადმოგვყვა ქართველებს. რომლის მკურნალობა დიდ დროს ითხოვს. თორემ თუ ასე გაგრძელდა მეტასპაზები ფესვებს ღრმად გაიდგამს და მონებად გადვიქცევით.

Ditar
Blogët shkarkohen çdo 5 minuta