ჩემი დარიგება უიღბლო სიყვარულის განცდაში მყოფს.
29, Tbilisi, Georgia

ჩემი დარიგება უიღბლო სიყვარულის განცდაში მყოფს.
10300274_662550530499922_5947311019605984643_n.jpg
შენ ფიქრობ გამოსავალი აღარ არსებობს? ამიტომ გსურს განმარტოვდე? ეს ყველაზე ადვილი რამაა, მაგრამ დაფიქრებულ ხარ შენივე თავს როგორ ავნებ? მოდი ცადე წამიერად გონებით ჩაწვდი მომავალს, და თუ განუდგები ყოველივე რეალობას, გაეთიშები ამ სამყაროს, უთუოდ მარტოსულობას გადაეყრები, ვინ იცის იქნებ გინატრია კიდეც ფიქრთა აზრებით თვითლიკვიდაციაზე. ეხლა შენ, ნამდვილად სულიერად დაცლილი ხარ..შენივე აზრებით და ხედვებით ჯოჯოხეთს ხატავ, რასაც ამ ქვეყნიურ მინი ჯოჯოხეთს ეძახიან. სხვაობა იმაშია რომ ამ ქვეყნიურ ჯოჯოხეთში, არის გვირაბი, საიდანაც სინათლე მოჩანს, ასევე ნათელი მოგევლინება და შენს ცხოვრების კარს იქ გააღებს სადაც უზარმაზარი კედელი გეჩვენება.ყოველივე ამის შემდეგ შენი ცხოვრება შეიცვლება. სწორედ ამდაგვარ ნათელ გზისკენ უნდა მიემართებოდე შეუპოვრად, მტკიცედ დაუღლელად, თანაც ისე რომ, არ დაგავიწყდეს ცხოვრება ბრძოლაა.. გსურს შვება გაგრძნობინო? გაიხედე შენს ირგვლივ რამდენი ახალგაზრდა მანდილოსნები, ხეიბრები დადიან.ზოგი მათგანი წელმოწყვეტილი ლოგინს მიჯაჭვულია, ბევრიც მხედველობა დაკარგული უსინათლ დადის ამ სამყაროში.მაგრამ ისინი მაინც იმედით ცოცხლობენ მათ გულში რაღაც იმედის ნაპერწკალი ანათებს, ნაპერწკალი იმისა რომ ცხოვრება მაინც მშვენიერია .შენ ასეთი უმშვენიერესი არსება შენივე ცხოვრებას ახეიბრებ, უკუნეთისკენ იკლევ გზას, თითქოს რაღაცას ებუტები ისევ შენივე ქმედებებით გამოწვეულ სევდებს და განცდებს, ჩახედე შენს თავს სარკეში ნუთუ ვერ ხედავ შენს სილამაზეს? ნუთუ უფალმა რაიმე დაგაკლო?. ამიტომ იგრძენი ყველა ბრმა და უმწეო ადამიანების გაჭირვება წუხილი გაითავისე, შემდეგ შეადარე შენს, ტკივილებს და მერწმუნე, გაიგებ რომ თურმე შენ ბედნიერი ხარ, მარტო იმით რომ უფალმა დაგაჯილდოვა ულამაზესი ფიზიკურობით, ჯამრთელობით, სითბოთი, სიკეთით, და ლამაზი გულით. რისთვის და რის გამო უნდა გაინადგურო თავი? ისეთ ადამიანის გამო რომელმაც არ დააფასა შენი უფლისმიერ ნაჩუქარი სილამაზე. შენ ყველაფერი გაქვს გარდა იმ ერთისა რომელსაც ასე მისტირი, ის ერთი ჭეშმარიტი სიყვარული აუცილებლად მოევლინება შენს მომავალ ლამაზ ცხოვრებას, შემდეგ იტყვი მადლობა უფალო გაბედნიერებისთვის. მაგიტომაც ვამბობ ცხოვრება ბრძოლაა. ზუსტად, ამიტომ მოგივლინა უფალმა განსაცდელი უკეთ გაერკვე ადამიანში რომლთანაც შემდგომ მთელი სიცოცხლე უნდა გაატარო. სხვა რა მოგწერო სამყაროს ანგელოზო? თავს მიხედე, მე კი, მსურს შენს ცხოვრებაში და სულიერებაში დავრჩე უხილავი, კეთილის მსურველი მეგობარი.

ცხოვრება მშვენიერია
თუ კაცი ბედნიერია
როცა გიყვარსდა უყვარხარ
მთელი სამყარო შენია.
. კოკა შანი.

12 views
 
Komente

Nuk ka ende komente.
Lini komentin tuaj, filloni diskutimin!

Ditar
Blogët shkarkohen çdo 5 minuta