suli codvaa talaxistvis
63, Florence, Italy

ტალახს ნუ შეაყრი ანგელოზს ციციკორე,
ყველას ხელები გვაქვს ცოდვიანი...
ბედი ცაში წყდება, ბედი... თორე
უცოლოც კაცია და ცოლიანიც....
ფუფალა თუ მიარღვევს ოღრო-ჩოღროს,
წუმპეს აიტაცებს კაბის კალთა.....
შიოლა...ყველასია...
ყველა გოგოს უნდა კაცი სწორედ მაგისთანა...
გთხოვ, ნუ შეაფურთხებ ანგელოზს ციციკორე,
შენც ხომ ხელები გაქვს ცოდვიანი...
ბედი ცაში წყდება...ბედი თორე...
უცოლოს ერქმეოდა ცოლიანი......
ლოდებთან დაჩოქილს...ნანგრევთან სიკვდილი...
ჩაქოლილ ანგელოზს დასტირის ქვა ყორე...
ერთადერთს..ერთადერთს დაკარგულს მივტირი...
სული ტალახისთვის.....ცოდვაა....ციციკორე..

2 views
 
Komente

Nuk ka ende komente.
Lini komentin tuaj, filloni diskutimin!

Ditar
Blogët shkarkohen çdo 5 minuta