სადაც მხოლოდ თეთრი პალმებია
33, Batumi, Georgia

სასაცილო არის ჩემი ბედისწერა უკვე რახანია,
მიძღვნებს დავეჩვიე, ჰოდა რა მიშველის?! თუ მუზები არა,
ახლა ეს ქალღმერთი, ჩემში შემოჭრილი, შენ ხარ, ნატალია,
თითქოს გრძნობა სხეულს მოსწყდა და, დროებით, ღრუბლებს მიეფარა.



ცოტა შევიშალოთ, ცოტაც გავცელქდეთ და ბავშვურ სისულელით
ღამეს გავუძახოთ იქით, სადაც მხოლოდ თეთრი პალმებია.
აღვირახსნილობად რომ არ ჩაგვითვლიდნენ, მზესაც ავუშვებდით,
მთვარეს გავუმხელდით, მისი მარტოობა როგორ გვყვარებია.



თვალებს გიციმციმებს, წელში მოტეხილი შუქის ანარეკლი,
იცი? ახლა უფრო ჰგავხარ "სერაფიტას", ვიდრე უწინ, ნატა!
გულიც გამიმთელდა, გახსოვს? შვეულად რომ მქონდა გატეხილი,
რაზე ვოცნებობდი? ... შენი სილამაზე რომ გადამეხატა,


რაღაც წამოთენდა, უკვე, უნდა გითხრა, ძლიერ გამითბილდი,
ყველა ემოცია ჩემთვის, უფრო მეტად, გრძნობის შესატყვია,
ვიცი, საბოლოოდ, პოეტს დამარქმევენ, მაინც მარტო ვივლი,
ჰოდა, ყველა ლექსი ჩემი ცხოვრება და ჩემი სპექტაკლია.

3 views
 
Komente

Nuk ka ende komente.
Lini komentin tuaj, filloni diskutimin!

Ditar
Blogët shkarkohen çdo 5 minuta