25.07.2014
............
39, Florence, Italy

მე იმდენად შევეჩვიე სიკვდილს,

აქამდე რომ ცოცხალი ვარ, მიკვირს...
მე იმდენად შევეჩვიე ლანდებს,
მინდა, თოვლშიც მათი კვალი ჩანდეს...
მე იმდენად შევეჩვიე სევდას,
ყველა ლექსი ცრემლით დამისველდა...
მე იმდენად შევეჩვიე ღამეს,
ის სინათლე ვიცი გამაწამებს...
მე იმდენად შევეჩვიე სიკვდილს,
აქამდე რომ ცოცხალი ვარ, მიკვირს...

1 views
 
Komente

Nuk ka ende komente.
Lini komentin tuaj, filloni diskutimin!

Ditar
Blogët shkarkohen çdo 5 minuta