მე მევალება მათი გათბობა
30, Tbilisi, Georgia

–გამოდი გარეთ ვდგავარ.
–მოვდივარ.

გარეთ გავდივარ და ვხედავ როგორ აბაკუნებს ფეხებს მიწაზე და როგორ გათოშილა სიცივისგან.
ხელებიც გაყინვია (მე მევალება მათი გათბობა)
ძალიან ძალიან მაგრად ვეხუტები და ყურთან მისი ცივი სუნთქვა მცემს.დავდივართ ქუჩებში და თითქმის არც კი ვლაპარაკობთ.ამ ორი წლის განმავლობაშ მგონი რაღაც ჩაოგვიყალიბდა ტვინში თუ როგორ ვთქვა არ ვიცი,გამოხედვითაც,რომ ვიცი რას მეუბნება.სიჩუმეს მხოლოდ მისი ხშირი სუნთქვა და ჩემი ხშირი გულის ცემა ისმის.ბოლოს მაინც ის არღვევს სიჩუმეს:–არ გინდა ამ ქვეყანაში საერთოდ რომ არ ვცხოვრობდეთ?–მაშ სად უნდა ვცხოვრობდეთ?–რავიცი,იქ სადაც სიყვარულს არ უშლიან ადამიანები ერთმანეთს.–ადამიანები ყვე ერთნაირები კი არ არიან.საქართველოშიც არის ისეთი ხალხი სიყვარულს,რომ არ უშლიან.–ხო კი მარა,მე კი არა ჩვენ,რომ შვილები გვეყოლება სიყვარულს არ დავუშლი.–სიყვარული არც უნდა დაუშალო.–წავიდეთ რა ?–სად წავიდეთ?–ნიცაში.–ნიცაში რა გვინდა(მე ირონიულად)–სიყვარული გვინდა,სხვა რა უნდა გვინდოდეს.–მე აქაც მიყვარხარ და იქაც.–მეც.–ხოდა გაჩუმდი.–საოცრებაა.–რა არის საოცრება?–სანამ შენ გამოხვიდოდი ხელები გაყინული მქონდა,რომ გადაგხვიე ხელი და მეორე ხელი ჩაგჭიდე ეგრევე გამითბა.–ხო,ერთმანეთი,რომ არ გვყავდეს გავიყინებოდით.–ხო აბა ამ ხალხში,კიდევ,რომ არ მოვკვდით მადლობა უნდა ვთქვათ.–ალბათ.

8 views
 
Komente

Nuk ka ende komente.
Lini komentin tuaj, filloni diskutimin!

Ditar
Blogët shkarkohen çdo 5 minuta