რა ვიცი აბა.....
52, Tbilisi, Georgia


პიტნის წვეთებს ვაგროვებ პატარა თიხის ფიალაში
ერთი ორი სამი ,წკაპ წკუპ
არომატი დატრიალდა ჰაერში, ცხრა , ათი....
რამდენი წვეთი უნდა იყოს ოცდა ???? ოცდა-ათი?
ამერია სათვალავი.
რატომ მაინც და მაინც ოცდა-ათი?
იქნებ ძალიან მაღალი და წვრილი ვარ.იქნებ ძალიან დაბალი და მრგვალი. ოთხკუთხედიც ხომ შეიძლება ვიყო ანდაც სამკუთხედი--წვეტიანი.
ნუთუ უგულოებისთვისაც იმდენივე წვეთია საჭირო რამდენიც გულიანებისათვის.
აფსსსსურდ...აფსოლიტური სურდი . (ალბათ ასე იწერება სრულდ )
რაღაც სხვა ფორმულაა მოსაძებნი. რაღაც არა-- ჩვეულებრივი...
პიტნას ერთი მშვენიერი ბიძაშვილი ჰყავს სურნელოვანი მელისსა. შესანიშნავ თვისებებს ატარებს მელისა. ამშვიდებს, აწყნარებს ,აიმედებს გულს და თანაც ლამაზია ,რატომ დაურქმევიათ მელისა ?ალბათ მელაკუდებს უყვართ. ( ვბოდიალობ აშკარად )
ვუბრუნდები ისევ პიტნის წვეთებს. ერთი ორი სამი წკაპ წკაპ მელისაც ხომ არ შევურიო?
ვეძებ თაროებზე, სადღაც უნდა მქონდეს მელისას გამხმარი ფოთლები გადანახული.
ევრიკა.... აღმოვაჩინე!
ეს პატარ-- პატარა ცისფერ ვარდისფერ იასამნისფერი ბოთლები რაღაა სულ ზემოთ თაროზე?
ააჰ დიდიხნის წინ მივიწყებული სიხარულის წვეთებია მგონი...შემომრჩენია წამლად.
აი კიდევ ....იმედის ნაყენი დგას ნარინჯისფერ ბოთლში, სავსეა პირთამდე...
ბედნიერებაც მქონდა თითქოს გადანახული.... რამ დამავიწყა რაფერია ბედნიერება....ალბათ ცისარტყელისფერი და სადაა მერე ცისარტყელისფერი ბოთლი? ნუთუ გათავდა.... ნუთუ გავაჩუქე.....
და სიყვარულის ელიქსირიც მქონდა ძველი დროიდან შემორჩენილი.
წამართვა ვინმემ სიყვარული თუ მე ვთქვი უარი მასზე ....ვეღარ ვიგონებ.
ოცნების წვეთები , აქ ყოფილა ვარდისფერ ბოთლში ხელუხლებელი.
დამვიწყებია ოცნება....?
სიკეთის ბოთლი ბრწყინავს ყველაზე მეტად , მიყვარს მისი ფერი...
აგერ მიზანიც , მიზანდასახული ბოთლის წვეთები ბზინავენ სახურავთან... მნიშველოვნად ბზინავენ ძალზედ.
და კიდევ ერთი ბოთლი რამ, მეხსიერება მეძაბება .... რა უნდა შემენახა ამ ბოთლში ნეტავ ? ....რატომ დგას ასე ყველასგან გამორჩეულად მტრედისფერად?
სურნელით ვიცნო ეგება ...
საკმეველს სურნელი დაჰკრავს , მიტევების ელიქსირია ეს... მტრედისფრად მოლივლივე სითხე..შვება მოაქვს .....კარგად ვიცნობ მე ამ ელიქსირს.....უებარია.
აფორიაქებული გული მახსენებს რომ ჩემი დახმარება სჭირდება,მე ხომ მისთვის წვეთებს ვაგროვებდი .....რამ დამავიწყა?
ვიწყებ თავიდან... დღემდე არ ნაცად საშველს ვუმზადებ ნატკენ გულს.....
პიტნის წვეთები ერთი ორი სამი....სიხარულის წვეთებიც ამდენივე... არა, იყოს ცოტა მეტი..... იმედის ნაყენი რამდენიც გულს გაეხარდება. ..... ოცნების წვეთები ზომიერად... ზომიერებაა ოცნებაში საჭირო....გულისტკივილად რომ არ გადაიქცეს.
მიტევების მტრედისფერი ელიქსირს ვიღებ ხელში და ბედნიერების ცისარტყელისფერი ბოთლიც გამოჩნდა მტრედისფერ ბოთლს ამოფარებული...... დიდი ძალა აქვს მიტევების ელიქსირს ,ამის გარეშე ბედნიერება ვერ სრულფასოვნებს.
მიზანდასახულობაც ჩავამატოთ ერთი პეშვი და სიკეთე ,
სიკეთე უნდა ახლდეს მიზანს ესაა მთვარი .....
იდეალური ნაზავი გამოვიდა უკვე ვგრძნობ წართმეული თუ დავიწყებული სიყვარულის გრძნობაც მოფრინდა გულში. სულში გონებაშიც მოფინდა...

ღვთიური ნაზავი ლიცლიცებს პატარა ფიალაში , უკვდავების წყაროსავით მასულდგმულებელი წვეთ- წვეთად შეგროვილი.
და ეჭვიც არ მეპრება რომ ეს საუცხოო ნაზავი განკურნავს მაღალსაცა და დაბალსაც ,გულიანსაც და უგულოსაც, ჭკვიანსაცა და სულელსაც
სამი წვეთი პ ...

6 views
 
Komente

Nuk ka ende komente.
Lini komentin tuaj, filloni diskutimin!

Ditar
Blogët shkarkohen çdo 5 minuta