იძახიან რომ უმწეო ჩვილიც კი ცოდვილი იბადება
39, Tbilisi, Georgia

  1. იძახიან რომ უმწეო ჩვილიც კი ცოდვილი იბადება, არა და ისიც ხომ სიყვარულის ნაყოფია! რომ არა სიყვარული არც მე არ ვიქნებოდი დღეს ამ ქვეყანაზედ. ყველაფერი სიყვარულით იწყება შეხვდები ადამიანს, რომელიც ცოტა ხანში შეგიყვარდება ჩათვლი, რომ ის შენი ცხოვრების სიყვარულია. განა არ ვიცი რა ძნელია უსიყვარულოდ ყოფნა... გარკვეული ხნის მერე შექმნი ოჯახს და დაიბადება ის, ის სიყვარულის ნაყოფი, რომელიც გააბედნიერებს უამრავ ადამიანს!.. ასეთია წარმოდგენა 10 წლის ასაკში იმის შესახეებ თუ რა არის ბედნიერება. თითოეული განვლილი წლის შემდეგ ხვდები, რომ ბავშვური ცხოვრება ქრება, მიდის წლები და ის პატარა უმწეო ბავშვი იზრდება და ხვდება, რომ ცხოვრების ერთადერთი ნათელი წერტილი ოცნებაა. მე თუ მკითხავ ადამიანებს არ ესმით თუ რა არის ოცნება... ოცნებობენ: ფულზე, ახალ სახლზე და ტანსაცმელზე, მანქანებზე და კიდე უამრავ სისულელეზე! ჩემთვის ეს აფსურდია. ჩემი ოცნება არ ჰგავს სხვისას ამიტომაც ვუწოდებ მას აუხდენელს, რადგან მე ვოცნებობ სრულყოფილებაზე, რომელიც არ არსებობს ჩემს გარშემო! ადამიანებმა არ იციან ცხოვრების ფასი. ვიცი არ მაქვს უფლება ვილაპარაკო სრულყოფილებაზე რადგან თავად არ ვარ სრულყოფილება. მე რეალისტი ვარ! ადამიანებს არ ესმით თუ რა ძლიერი შეიძლება იყოს სიყვარული, მონატრება სინანული... ცხოვრებისეულია მონატრება როცა გენატრება და სინანულს განიცდი, რომელ ჯოჯოხეთზეა საუბარი, როცა თავად უკვე იქ ხარ. განცდა ეს არის გრძნობა, რომელიც განსაკუთრებული და ენით აუღწერელია. მე ვოცნებობ სრულყოფილ სიყვარულზე მაგრამ არ ვიცი ვინ ქმნის სრულყოფილებას. მოევლინები დედამიწაზე სიყვარულის ნაყოფად , მაგრამ ნუ ჩამოვტოვებთ ბოროტებას უკან ისიც ჩვენს გვერდითაა დღეს! ასე ვცხოვრობთ არც კი ვიცით რა გვსურს ცხოვრებისგან მივყვებით დინებას ხოლო საით წაგვიღებს ვინ იცის. ერთი რამ ყველას გახსოვდეთ უფსკრულში ჩავარდნამდე აიხედეთ მაღლა, იქ ცაში ხომ ყველას გველის ის ერთადერთი სრულყოფილება.

0 views
 
Komente

Nuk ka ende komente.
Lini komentin tuaj, filloni diskutimin!

Ditar
Blogët shkarkohen çdo 5 minuta