--------------------
45, Saint-Pierre-la-Garenne, France

ვინა თქვა, რომ სიყვარული არ არსებობს,
ვინ არ იცის მისი სევდის არაკი,
ვინა თქვა რომ არ უყვარდა გალაკტიონს,
ვინ იტყვის, რომ არ უყვარდათ თამარი.
სიყვარულმა თუ არ იცის მწუხარება,
თუ ამ გრძნობას არ სჭირდება წამალი,
და თუ მართლა არ არსებობს სიყვარული
ბარათაშვილს რად სტანჯავდა ღალატი.
ვინა თქვა, რომ სიყვარული არ არსებობს,
ძნელი არის თურმე მასთან თამაში,
თუ რუსთაველს არ უყვარდა დიდი გრძნობით,
აბა, მაშინ, ვის უყვარდა თამარი

2 views
 
Komente

Nuk ka ende komente.
Lini komentin tuaj, filloni diskutimin!

Ditar
Blogët shkarkohen çdo 5 minuta