31.10.2012
samadlobeli
45, Saint-Pierre-la-Garenne, France


ნუ ელოდები ვინმემ გითხრას სამადლობელი,

მადლი აკეთე და პასუხს ნუ დაელოდები,

შენ გიხაროდეს რაც სიხარულს მიიღებ ლოცვით

და არა ღვინით გავსებული პირამდე ბოცით.

ნუ ელოდები...იქნებ არც ღირს სხვისთვის დალოცვად,

იქნება იმ სხვას სხვა სახატე უნდა სალოცვად,

ან იქნებ მისთვის სულ ერთია თეთრი და შავი

ვისთვისაც სცადე მოგეცილა ფერი ბედშავი.

იქნება მისთვის ღიმილიც კი ცრემლებად ფასობს,

არც ქალი ქალობს და კაციც კი არარად ფასობს.

მათი გულისთვის არ განუდგე საქმეს მადლიანს,

მიეც,ჩააცვი,დაეხმარე ბედით ავდრიანს.

და რაც გულს გუკლავს იმავეს ნუ გაიმეორებ,

იცი სიცოცხლეს ხელმეორედ არ იმეორებს

უფალი ჩვენი,ერთხელ გვაძლევს ამ ნეტარებას

და ღირსეულად შეიძელი მისის ტარება

1 views
 
Komente

Nuk ka ende komente.
Lini komentin tuaj, filloni diskutimin!

Ditar
Blogët shkarkohen çdo 5 minuta