27.11.2013
tkivili :(
40, Tbilisi, Georgia

ხშირად გამიგია ფრაზა: "დრო ყველაფრის მკურნალია"-ო..არა,დრო კი არ კურნავს უბრალოდ გვასწავლის ტკივილთან შეგუებას...ალბად გავა დრო და მეც შევეგუები უშენობას,გადავიტან ამ დიდ ტკივილს,რომელიც ღრმა იარას ტოვებს ჩემს გულში..იცი რითი ვხსნი ამ ყოველივეს? ერთი ფრაზით: ალბად ასე იყო საჭირო,არასოდეს დაკარგო რწმენა..ვინც წასასვლელია ის მაინც წავა ხოლო ვინ დასარჩენია,ის -დარჩება. გული მწყდება რომ დამტოვე და წახვედი,მაგრამ არა შენ არსად არ წასულხარ იმიტომ რომ არც მოსულხარ ჩემს ცხოვრებაში..მაინც უზომოდ მენატრები..მენატრება შენი სევდიანი და სიყვარულით სავსე თვალები..შენი ნათქვამი სიტყვა "მიყვარხარ"... მაგრამ არა,აღარ მინდა ყალბი სიტყვების მოსმენა...შენ ხომ არც გყვარებივარ..არ ვიციი რატომ მაგრამ მაინცდამაინც მე ამომირჩიე და გამომიყენე...გული მტკივა და მეცინება როცა იძახი არ მინდოდა გული გტკენოდაო...არ გინდოდა? მაშინ ისე გააკეთებდი ყველაფერს, რომ გული არავის ტკენოდა..ხო მესმის რომ ერთ შეცდომას ყველა უშვებს..შენც დაუშვი შეცდომა გეგონა გიყვარდი მაგრამ.....მაგრამ მაინც ტკბილ ტყუილს მწარე სიმართლე ჯობია...იცი?! როცა მარტო ვრჩები და ვფიქრობ სადგაც გულის სიღრმეში მარტოობას ვგრძნობ...ვხვდები როგორ მენტარები მაგრამ ისიც კარგად მესმის,რომ შენთვის ეს სიტყვები არაფერს ნიშნავს...შენთვის არაფერს ნიშნავს ჩემი მონატრება...შენ ხო გიყვარს და შენ ხო გყავს ახალი "მეგობრები"..ხო ვითომდა მეგობრები,რომლებიც თავს გევლებიან..თავს ათასი სისულელით გიტენიან და შენც გჯერა მაგათი მეგობრობის....იცი?გეტყვი რომ ცდები მაგრამ შენ არ გინდა ამის ღიარება და როცა ამას მიხვდები უკვე საკმაოდ გვიანო იქნება..გვიანი იქნება,რადგან ყველა იმ ადამიანს ვინც გიყვარს და ვისაც მართლა უყვარხარ მიატოვებ..ნელ-ნელა ძალადობრივად დაგატოვებინებენ..ეხლა ჩემგან შენ ეს ყოველივე გეწყინება მაგრამ მოვა დრო და მიხვდები რომ მართალი ვარ..მიხვდები და მერე დაუფიქრდები რა გააკეთე და ინანებ...ყველაზე სამწუხარო კი იცი რა არის? დროს უკან ვეღარ დააბრუნებ..როცა ვფიქრობ რაღაც მომენტში ვამართლებ კიდეც შენს საქციელს..ვამართლებ იმიტომ,რომ ტყუილში ცხოვრება ძნელია..როცა ხვდები,რომ შენი საქციელით სხვას გულს ტკენ..მაგრამ მაინც შენ გიყვარს და ისიც კარგად იცი რომ არ უყვარხარ..აი მწარე რეალობა...გულს ყველაზე მეტად ის მტკენს როომ,თვალები დახუჭული გაქ და როგორ გატყუებენ ვერ ხვდები და ვერ ხედავ... იცი ხელები მიკანკალებს,როცა ამ ყველაფერს ვწერ..ტირილი მინდა და ვერ ვტირი.. მეშინია რომ ეს ყოველივე გეწყინება და მატყუარად მომნათლავ მაგრამ მაინც ვწერ..მთვარიანი ღამეა..ცას ვუყურებ და შენი სახე მეხატება..მთვარე კი ანათებს მაგრამ ისიც ჩემსავით მარტოა...არცერთი ვარსკვლავი ცაზე..მხოლოდ ღამე..სიჩუმე..სევდიანი თვალები...ფიქრი..და ცრემლიანი ლოყები...გამუდმებით მინდოდა მეფიქრა..მეწერა.. მხოლოდ ასე თუ გამოვხატავდი ჩემს ტკივილს მაგრამ ვხვდები რომ ვერც ფურცელი ვერ იტევს უკვე ამდენს..გამუდმებით ერთი კითხვა მაწუხებს.. რატო მატყუებდი? თუ არ მატყუებდი და მართლა გიყვარდი მაშინ ასე რატომ მოხდა? ვერ ვიპოვე ამ კითხვაზე პასუხი."თუ არ გიყვარს, არავითარ შემთხვევაში არ უნდა თქვა მიყვარსო, და თუ გიყვარს, ეს გაუთავებლად უნდა იმეორო, თორემ ადამიანებს ავიწყდებათ სიყვარული".....მაინც მენატრები და გირჩევ თვალები გაახილო.არ დაკარგო საყვაელი ადამიანები გაუაზრებელი შეცდომის გამო..შეიძლება მერე ვეღარ დაიბრუნო..დაიბრუნე მეგობრები ვინც დაკარგე მხოლოდ ღირსეული მეგობრები და თვალები გაახილე მეტს არაფერს გთხოვ.ნამდვილი მეგობრები ყოველთვის გელიან !!!

2 views
 
Komente

Nuk ka ende komente.
Lini komentin tuaj, filloni diskutimin!

Ditar
Blogët shkarkohen çdo 5 minuta