მიყვარხარ დედა!
27, Tbilisi, Georgia

როცა გვესმის სიტყვა დედა უკვე დანარჩენს აზრი ეკარგება, ეს ხომ მაგიური სიტყვაა, დედა გულია ძალიან დიდი, მისი ცრელი კი ჩვენი_შვილების გულის ტირილია

დედის წუხილი გულის ტკივილია, დედა საუნჯეა შეუცვლელი, ერთადერთია ვისაც უანგაროდ ისეთი უყვარხარ როგორიც ხარ, ისეთს მიგიღებს როგორსაც ცხოვრება გაგხდის, ეყვარები და არაფერს მოგთხოვს სანაცვლოდ, გულს ატკენ და ცრემლნარევი მაინც გაგიღიმებს..

არასწორად მოიქცევი და ფეხზე წამოდგომაში ისევ დაგეხმარება, შეცდომას დაუშვებ და უცილოდ გაპატიებს..

ხშირად გვტკენია, განგვიცდია, გვიტირია, მივსულვართ მათ ნაწვალებ ხელებს და გულს ჩავხუტებივართ და დავმშვიდებულვართ..და გვიფიქრია რა იქნებოდა ეს სიმშვიდის გრძნობა ოველთვის გაგვყოლოდა თან.. მაშინ როდესაც დედასთან არ ვიქნებოდით, მაგრამ არა! დედა ის მაგიაა რომელიც თუ გულთან ახლოს არ გყავს ძალა ეკარგება.

მითიც კი არსებობს დედის უშრეტ სიყვარულზე: ‘’მაშინ როდესაც გოგონას უაზროდ შეუყვარდა ბიჭი დაივიწყდა დედა.. ბიჭს მხოლოდ ადამიანის გული გადაარჩენდა სიკვდილისაგან, როცა ეს ყველაფერი გოგონამ დედას უამბო, დამწუხრებულმა უპასუხა: ‘’შენ ბედნიერი მყავდე და ჩემი გული წაუღეო..’’ გოგონამ ამოაცალა დედას გული და შეყვარებულთან მიჰქონდა გახარებულს როცა სისწრაფისაგან ფეხი ქვას წამოკრა და დედის გული გაუვარდა, იქედან კი ხმა მოისმა: ‘’ხომ არ დაშავდი შვილო?’’ _ მითების გარეშეც თუ დავფიქრდებით ჩვენი დღევანდელობიდან გამომდინარე მივხვდებით რომ იმაზე დიდი სიყვარული როგორც დედას შვილი უყვარს არ არსებობს. ეს კი უბრალოდ ისაა რასაც გულით ვგრძნობ და მინდოდა თქვენთვის მეთქვა :
”დეე იცი დიდი ვარ მაგრამ მაინც მიყვარს შენთან ჩახუტება.. მაგრამ ვეღარ გეხუტები..

დე იცი მე დიდი ვარ მაგრამ მაინც მიყვარხარ როგორც დაბადებისას შენს მკერდძე რომ ვიწექი..

დე იცი როგორ მიყვარხარ.. ვერც კი წარმოიდგენ დეე.. შენ ვერ ხვდები მაგრამ ყველაფრის მიუხედავად მაინც მიყვარხარ..
იცი ყოველი წამი შენი ჩხუბის როგორ მტკენს გულს? :( მაგრამ ჩუმად ჩემთვის ვინახავ გულში რომელიც ამდენ ტკივილს ძლივს იტევს..
იცი როგორ მინდა ყველაფრის შეცვლა და თავიდან გავჩნდე რომ შეცდომები აღარ დავუშვა..

რაც არ უნდა მართალი ვიყო გულის სიღრმეში სულ შენ გამართლებ დეე..
შენი ცრემლები დე ჩემთვის იცი რა ტკივილია.. თითოეული წვეთი რომელიც შენ თვალებიდან ჩამოგდის ჩემი მოყვება გულში..

არ მიცნობ დე გულში მაინც არ მიცნობ..
მინდა გითხრა რომ მიყვარხარ.. უბრალოდ გავიზარდე დე :)”

უბრალოდ გაუფრთხილდით დედებს.. სანამ დროა მოეფერეთ მათ და ნუ ატკენთ გულს ნურაფრის გამო

0 views
 
Komente

Nuk ka ende komente.
Lini komentin tuaj, filloni diskutimin!

Ditar
Blogët shkarkohen çdo 5 minuta