სიკვდილისწინა სინანულთა ტოპ–ხუთეული
29, Tbilisi, Georgia


ერთ–ერთმა ავსტრალიელმა ექთანმა გამოაქვეყნა ჩანაწერი იმის შესახებ, თუ ყველაზე მეტად რაზე სწყდებათ გული სიკვდილისპირას მყოფთ (თქვენი უკანასკნელი დღე რომ იყოს, ყველაზე მეტად რაზე დაგწყდებოდათ გული?).

1. „ვიცხოვრებდი სურვილისამებრ და არა ისე, როგორც სხვებს სურდათ რომ მეცხოვრა“

„ ეს ყველაზე გავრცელებული სინანულია. როდესაც ადამიანები ხვდებიან რომ მათი სიცოცხლე დასასრულს მიუახლოვდა, იხედებიან უკან, ხვდებიან რამდენი ოცნება დარჩათ აუხდენელი, რაც გამოწვეული იქნა იმ არჩევანით რაც მათ გააკეთეს ან პირიქით არ გააკეთეს. და რომ ჯანმრთელობა ყველაზე დიდი თავისუფლებაა ამას ძალიან ცოტა აცნობიერებს, სამწუხაროდ მხოლოდ მას შემდეგ, როცა ის უკვე აღარ აქვთ.

2. „მუშაობაში ბევრ დროს არ დავხარჯავდი“

"ეს სინანული თითქმის ყველა მამაკაცი პაციენტიდან მოვისმინე, რომელბზეც მე ვზრუნავდი.
ისინი ნანობდნენ, რომ გამოტოვეს დრო მათ შვილებთან ურთიერთობის, როცა ისინი პატარები იყვნენ. ქალებიც გამოთქვამდნენ ამ სინანულს, ოღონდ უმეტესად უფროსი ასაკის ქალბატონები. ამ ქალბატონების უმრავლესობა არ იყო ოჯახის მარჩენალი. ყველა პაციენტი მამაკაცი, რომლებზეც ვზრუნავდი, ნანობდა რომ მათი ცხოვრების მნიშვნელოვანი დრო სამსახურს და სამუშაო პროცესს დაუთმო"

3. „ვნანობ, რომ არ მყოფნიდა გამბედაობა საკუთარი გრძნობების გამოსახატავად“

„ბევრი ადამიანი არ ამჟღავნდებს თავის ემოციებს, იმ მიზეზით რომ შეინარჩუნეს მშვიდი ურთიერთობა სხვებთან. შედეგად კი ისინი იღებენ უფერულ ცხოვრებას, ვერ აღწევენ იმ წარმატებას, რაც მათ შეეძლოთ. შედეგად კი ისინი დაავადმყოფდნენ სხვადასხვა დაავადებით"

3. „ვისურვებდი მეგობრებთან ურთიერთობის სიამოვნება არ მომეკლო საკუთარი თავისთვის“

"ხშირად ისინი ბოლომდე ვერ აცნობიერებდნენ ძველი მეგობრის მნიშვნელობას, სანამ ისინი არ გარდაიცვალენ. ბევრი მათგანი იმდენად იყო დაკავებული საკუთარი ცხოვრებით, რომ წლობით უარი თქვა იმ ძვირფას ურთიერთობაზე, რომელსაც მეგობრობა ჰქვია. ყველას მაშინ მოენატრა მეგობრები, როცა ისინი უკვე გარდაცვილელები იყვნენ"

5. „ვისურვებდი საკუთარი თავისთვის ბედნიერების უფლება მიმეცა“

"ბევრი ვერ აცნობიერებდა, რომ ბედნიერება არჩევანია. ისინი შებოჭილები იყვნენ წეს–ჩვეულებებით და ტრადიციებით. ცვლილების შიში აიძულებდათ მათ, რომ დაერწმუნებინათ, როგორც სხვები, ასევე საკუთარი თავი, რომ ისინი კმაყოფილებეი იყვნენ თავინთი ცხოვრებით. "

რა არის თქვენი ყველაზე დიდი სინანული და რას მოიმოქმედებთ, რომ სიკვდილამდე გამოასწოროთ იგი?

7 views
 
Komente

Nuk ka ende komente.
Lini komentin tuaj, filloni diskutimin!

Ditar
Blogët shkarkohen çdo 5 minuta