ქუჩა იწერება პოეტებით,
ქალაქს ვაფერადებთ ძმაბიჭები,
სისხლში მომეძალეთ მომეტებით,
შენ და არეული ნაბიჯები.
სუნთქვაც ლექსივით მაქვს არეული.
წუხელ სულ ფეხებზე რომ მეკიდა,
შენი ტუჩებიდან დალეული
თავად პოეზია - მომეკიდა.
შენი მოლისფერი კაბის ბოლო,
(სიგრძე - რათქმაუნდა თითისტოლი)
მინდა ფურცელივით გავისროლო,
ვნებით დაწერილი ეპისტოლე -
სადაც
ხარ სამოსელ განძარცული,
თვალებს სულ ცოტაც და ამოვიწვავ,
ჩვენში - მე უფრო ვარ გარდაცვლილი,
მიწა მეწყერივით ჩამომიტანს,
შენი სამყოფელის ახლო-მახლო,
და თუ არ დამხვდები - გამახარებ!
იქნებ უჩემო დრო გამონახო,
თორემ სურვილები დამმარხავენ!
ქუჩა იწერება პოეტებით,
ქალაქს ვაფერადებთ ძმაბიჭები,
სისხლში მომეძალეთ მომეტებით,
შენ და არეული ნაბიჯები.
Nuk ka ende komente.
Lini komentin tuaj, filloni diskutimin!