sasiyvarulo leqsebi
33, Tbilisi, Georgia

ხედავ ჩქარობთ, მაგრამ უნდა დაგაყოვნოთ,
ვერ მიცანით? სულ ვერაფერს მიგახვედრეთ?
თქვენი ხსოვნის ნაწილი ვარ ქალბატონო.
რატომ შეკრთით, ღაწვებს ფერი დაჰკრავს თეთრი,
ნუთუ გულში ძველი გრძნობა კვლავ ბატონობს?
გამოცვლილხარ. . .
თუმც თვალები ძველებური შეგრჩენიათ ქალბატონო.
მე როგორ ვარ, რას ვაკეთებ, რად არ მკითხავთ?
ცოლი მყავს და შვილიც უნდა გავათხოვო,
დღეს ყველაფერს ერთად გეტყვით, რაც არ მითქვამს
ქალბატონო. . .
მაგ სიმკაცრით თუ უზომო სიამაყით,
რა მოიგეთ, რა საჩუქარს ელით ბოლოს?. . .
მენანებით. . .ლოდინით და დარდით დაღლილს,
სიბერეც კი შეგპარვიათ ქალბატონო. . .
თქვენს წინაშე თუკი რამე დავაშავე,
ამიხსენით! . .მიმანიშნეთ! . .არ დამზოგოთ!..
საკუთარ თავს ჩათვლით ალბათ დამნაშავედ;
სინანული გვიანია ქალბატონო. . .
ეს ცხოვრება ბილიკია ეკლიანი,
ბევრი დადის ლუკმას ეძებს სამათხოვროს,
არ მოგწყინდათ მარტოდ-მარტო ხეტიალი?
გულახდილად მიპასუხეთ ქალბატონო. . .
დრო მოვიდა უკვე ჩვენი განშორების,
ქედს მოგიხდით ამ წუთების სამახსოვროდ,
გახსოვთ? მაშინ. . .თვალს, რომ ვეღარ გაშორებდით,
ახლა კიდევ რა გატირებთ ქალბატონო. . .
თუ გიყვარდით, ამიხსენით რატომ დამგმეთ,
დღეს ვინა გყავთ პატრონი ან საპატრონო,
მომიტევეთ. . .
ერთხელ კიდევ პატივს დაგდებთ და სახლამდე მიგაცილებთ ქალბატონო......

2 views
 
Komente

Nuk ka ende komente.
Lini komentin tuaj, filloni diskutimin!

Ditar
Blogët shkarkohen çdo 5 minuta