31.05.2013
cools
33, Tbilisi, Georgia

სევდა... ტკივილები... მთვარეც სევდიანი... ღამეს შეფარვია უხმო აჩრდილები... ისევ მენატრები, ისევ ჩემში არის... შენი მოგონების რაღაც ნაწილები... ღამის ნოსტალგია... მთვარეც მარტოსული... აღარც ვარსკვლავები მიმეტებენ... ისევ წარსულში ხარ ჩემთვის გადასული... ვიცი, ვერაფერი დამაიმედებენ... თეთრი ღიმილები, შეპარვია ღამეს... ვხედავ მთვარე ღრუბლებს ისევ გამოექცა... ჩემი მონატრების ვერ გითხარი რამე... და ცა უშენობით თავზე ჩამომექცა... მთვარე დამეკარგა... ღამის ლაბირინთში... გზა ვერ გავაკვლიე, და ბედს ჩემსას ვწყევლი... და გაოგნებული მელოდიურ რიტმში... წვიმად ეფერება მიწას ჩემი ცრემლი... მთვარე... სევდიანი... სევდით გალეშილი... მთვარემ ტკივილები ისევ განმიახლა... ღრუბელს ვეფერები შენზე დაგეშილი... ვიცი, ყველაფერი ჩემზე იცი ახლა... ღამე გამიგიჟდა... მთვარეც სადღაც გაქრა... ვხედავ, შეპარვია წარსულს მონატრება... უკვე აღარ ვიცი სად წავიდე, რა ვქნა... უკვე დილაა და მთვარე მენატრება

3 views
 
Komente

Nuk ka ende komente.
Lini komentin tuaj, filloni diskutimin!

Ditar
Blogët shkarkohen çdo 5 minuta