ჩემი ლექსი 2
38, Tbilisi, Georgia

ჩემებურად მინდა რომ ჩაგიკრა გულში,
ჩემებურად მინდა ჩაგჩურჩულო ყურში,
ჩემებურად მინდა გიძვრებოდე სულში,
ჩემებურად მინდა მაგ პატარა გულში..
ჩემებურად მინდა გადავლახოთ მთები,
ჩემებურად მინა დაგილოცო გზები,
ჩემებურად მინდა დავაბრუნო წლები,
ჩემებურად მინდა არ გაგიშვა ხელი...
ჩემებურად მინდა ზღვის ნაპირზე ღამით,
ჩემებურად მინდა მომეხვიო წამით,
ჩემებურად მინდა ერთი-ორი კოცნა,
ჩემებურად მინდა შენთან ეხლაც მოსვლა..
ჩემებურად მინდა, რომ ვიყვირო ისე,
გავაგონო ყველას ვინც შორიდან გვისმენს,
ჩემებურად მინდა ჩაგჩურჩულო ყურში,
მიყვარხართქო გითხრა ჩემებურად ისევ....
(უბრალოდ გიო)

9 views
 
Komente

Nuk ka ende komente.
Lini komentin tuaj, filloni diskutimin!

Ditar
Blogët shkarkohen çdo 5 minuta