დღეს პირველად შემხვდა 1 წლის შემდეგ
26, Tbilisi, Georgia


დღეს პირველად შემხვდა 1 წლის შემდეგ.
მივესალმე და მთელი ძალდატანებით ვეცადე გამეღიმა. გადაკოცნა ვერ გავბედე.
თვითონ უხასიათოდ იყო,
ღრმა ნაფაზებს არტყამდა, უცხოპლანეტელივით მაკვირდებოდა.
დავიბენი.
არ ვიცოდი რა მეთქვა,
ან რა მქონდა სათქმელი?
გამოცდებზე მკითხა,სკოლაზე, ოჯახის წევრებზე,სამომავლო გეგმებზე,მოკლედ ყველაფერს მიედმოედო იმის გარდა რაც მართლა აინტერესებდა.
მე დავასწარი:
-გყავს ვინმე?
ხმა მიკანკალებდა,ჯერ კიდევ არ მყოფნიდა გამბედაობა თავისუფლად მელაპარაკა მასთან ასეთ თემებზე. -არავინ.შენ?
თავბრუ დამეხვა.წამიერად მეგონა ფეხებში მოწოლილი სისუსტე მძლევდა და წავიქცეოდი.
-არც მე.
რამდენიმე წამს გაგრძელებული მტანჯველი სიჩუმე მომეჩვენა რომ საუკუნედ გადაიქცა.
ლოყაზე მიჩქმიტა ოდნავ.მერე ყურს უკან გადამიწია თმა.
კოსმიური ტრაექტორიით დამიარა სისხლმა ძარღვებში.
თვალები დავხუჭე და ყელში გაჩხერილი ბურთი მთელი ძალისხმევით გადავყლაპეისე მინდოდა ჩავხუტებოდი,საღად აზროვნების უნარიც კი წამერთვა.
-გაზრდილი და შეცვლილი ხარ
-ხოო?
თვალდახუჭულმა ვუპასუხე.
-ხო
იმდენად ახლოს იყო მის ხშირ სუნთქვასაც ვგრძნობდი. საფეთქელზე მაკოცა,ცხელი ტუჩებით მომეწება და ცოტა ხანს ასე იდგა გაუნძრევლად.
-გაჩერდი.
რაც შემეძლო დამაჯერებლად ვუთხარი და უკან დავიხიე. უჩვეულოდ სევდიანი მომეჩვენა. ვერ ვუძლებდი მის ასეთ სიახლოვეს.
გამიცინა.
მე რომ მიყვარდა,ზუსტად ისე.
-გამიხარდა რომ გნახე.
-მეც გამიხარდა
-წავედი.
თვალი გავაყოლე სანამ ქუჩის კუთხეს მიეფარებოდა.
გაშეშებული ვიდექი ერთ ადგილას და მომხდარზე ვფიქრობდი.
მეგონა გავგიჟდი და ყველაფერი მომეჩვენა თქო,სანამ მისმა სუნმა ამიწვა ნესტოები და საცრემლე ჯირკვლებმაც მაშინვე მთელი მონდომებით დაიწყეს მუშაობა.
და მაინც,რამხელა უფსკრულს გავს 1 წელიწადი და როგორ არაფერს ნიშნავს იმ დროსა და სივრცეში,სადაც აცდენილი ნაფეხურები ერთმანეთს დაეძებენ და აკრძალული გრძნობები დღითიდღე ძლიერდებიან•

151 views
 
Komente

Nuk ka ende komente.
Lini komentin tuaj, filloni diskutimin!

Ditar
Blogët shkarkohen çdo 5 minuta