შენს დალალებს ბორკილებად დავიდებდი
37, Tbilisi, Georgia

შენს დალალებს ბორკილებად დავიდებდიგავიგებდი შენი სიზმრის მხარეს,მოგაგნებდი, ირგვლივ ციხეს აგიგებდიდა დარაჯად მოგიჩენდი მთვარეს.ჩემს ტუჩებზე სურნელებას დავიფენდიშენი წვივის და მუხლების სითბოსდა მუცელზე ამ თითებით დავირბენდი,გესმის?- გული როგორ ცემს და რითმობს.მერე ტალღებს, შენი მკერდის გაზვირთებით,ჩემს სხეულზე გავიშლიდი ბადეს,სუნთქვას კოცნით დახრჩობამდე აგივსებდი,ვეღარ მოვთვლი, დაგათრობდი რამდენს.საძილეთში შენთან ხვევნით შევიდოდი,ცხელი ენით დავითვლიდი მალებს,შენს სისველეს ჩემს ცხელ ტანზე შევიშრობდიდა სიცელქით აგივსებდი თვალებს.

1 views
 
Komente

Nuk ka ende komente.
Lini komentin tuaj, filloni diskutimin!

Ditar
Blogët shkarkohen çdo 5 minuta