მე ამ ქალაქში ჩავრჩი და მეკავშირეც არ ჩანს...
58, Tbilisi, Georgia


ლოდინი თოვაში

მე ამ ქალაქში ჩავრჩი
და მეკავშირეც არ ჩანს.
ჩემს ბოლთის ცემას ჩანჩალს
ეძახის ვიღაც ჩარჩი.

როგორ ბუშტუკი საპნის,
გასკდა იმედი... ყინვა
ისევ მახსენებს, ვინ ვარ
და ვეკედლები აპნისს.

აეროპორტის გზაზე
ყველგანმავალნი ჰქრიან.
მე სანთლებს ვანთებ გვიან
და ვიხანგრძლივებ ასე

დღეს და გრძელდება თოვა,
თოვლი მოდის და მოდის,
თითქოს მიმართლებს ლოდინს,
რომ მეკავშირე მოვა.

რაულ ჩილაჩავა

10 views
 
Komente

Nuk ka ende komente.
Lini komentin tuaj, filloni diskutimin!

Ditar
Blogët shkarkohen çdo 5 minuta