ეს ქილა სავსეა?
58, Tbilisi, Georgia


სავსე ქილა (იგავი)

ფილოსოფიის ლექტორმა მთელი აუდიტორიის წინაშე აიღო ხუთლიტრიანი ქილა, დაახლოებით სამსანტიმეტრიანი დიამეტრის ქვებით გაავსო და სტუდენტებს ჰკითხა:
- ეს ქილა სავსეა?
უპასუხეს, სავსეაო.
ამის შემდეგ მან გახსნა ცერცვის ქილა, ჩააპირქვავა დიდ ქილაში და შეანჯღრია. ცერცვმა ქვებს შორის დარჩენილი სიცარიელე ამოავსო. პროფესორმა კიდევ ერთხელ ჰკითხა სტუდენტებს, ქილა სავსეა თუ არაო? კვლავ უპასუხეს, - სავსეაო. მაშინ პროფესორმა აიღო ქვიშით სავსე კოლოფი და ქილაში ჩაყარა. ბუნებრივია, ქვიშამ დარჩენილი ადგილი შეავსო. პროფესორმა ახლაც იგივე კითხვა დასვა:
- სავსეა ქილა?
- ახლა კი ნამდვილად სავსეა, - უპასუხეს სტუდენტებმა.
ბოლოს ლექტორმა მაგიდის ქვემოდან წყლით სავსე ტოლჩა აიღო და ქილაში მთლიანად ჩაცალა. სტუდენტებს გაეცინათ. პროფესორმა მსმენელებს მიმართა:
- ახლა კი მინდა გაიგოთ, რომ ეს ქილა თქვენი ცხოვრებაა - ქვები ის არის, რაც უმნიშვნელოვანესია თქვენს ცხოვრებაში: ოჯახი, ჯანმრთელობა, შვილები, ანუ ყველაფერი, რაც აუცილებელია იმისათვის, რომ რაც უნდა მოხდეს, თქვენი ცხოვრება სავსე იყოს - მაშინაც კი, თუ სხვას ყველაფერს დაკარგავთ. ცერცვი ის საგნებია, რომლებიც პირადად თქვენთვის იქცა მნიშვნელოვნად: საქმე, სახლი, მანქანა. ქვიშა კი ცხოვრებისეული წვრილმანია.
თუ ქილაში თავდაპირველად ქვიშა ჩაიყრება, ცერცვისა და ქვებისთვის ადგილი აღარ დარჩება. ასევე მოხდება თქვენს ცხოვრებაშიც - თუ მთელ დროსა და ენერგიას წვრილმანებზე დახარჯავთ, მნიშვნელოვანი რამ გვერდზე დაგრჩებათ. დაიხარჯეთ ისეთი რაღაცებისთვის, რასაც თქვენთვის ბედნიერება მოაქვს - ეთამაშეთ შვილებს, დაუთმეთ დრო მეუღლეს, შეხვდით მეგობრებს! იმის დრო ყოველთვის გექნებათ, რომ იმუშაოთ, სახლი დაალაგოთ, შეაკეთოთ და გარეცხოთ მანქანა. განსაკუთრებული ყურადღება ქვებს მიაქციეთ - თქვენი ცხოვრების მთავარ საკითხებს. განსაზღვრეთ, რა არის ყველაზე არსებითი, პრიორიტეტული. სხვა დანარჩენი ქვიშაა.
ამ დროს სტუდენტმა გოგონამ ხელი აწია და პროფესორს ჰკითხა:
- წყალს რაღა მნიშვნელობა ენიჭება?
პროფესორს გაეღიმა.
- მიხარია, რომ ამის შესახებ მკითხეთ! ქილაში წყალი იმიტომ ჩავასხი, რომ თქვენთვის დამემტკიცებინა - როგორი დაკავებულიც უნდა გქონდეთ ცხოვრება, ყოველთვის მოიძებნება ადგილი უსაქმურობისათვის.

8 views
 
Komente

Nuk ka ende komente.
Lini komentin tuaj, filloni diskutimin!

Ditar
Blogët shkarkohen çdo 5 minuta