მე მეტი რა ვთქვა...
58, Tbilisi, Georgia


მე მეტი რა ვთქვა...

პეტრეს რომ ვახტანგისათვის
მართლა მიეცა ჯარი,
ვახტანგს რომ ირანის შაჰზე
მართლა ეყარა ჯავრი,
ქართლელთ რომ მართლა არ ეხნათ
დაღმა კახელთა ხნული,
ყინვით არ შეჭირხლულიყო
მამულის გაზაფხული,
ვინ იცის, იქნებ კიდევაც
სწვეოდა ერი სხვა ბედს,
სხვა ცეცხლი ჩამოეკვესა
ქართულ კვესსა და აბედს,
მაგრამ რაც გვჭირდა, რაც დღეს გვჭირს, –
სულ შუღლითა და დავით!..
მე მეტი რა ვთქვა, რაც შენ თქვი,
სულცხონებულო დავით!

რაულ ჩილაჩავა

11 views
 
Komente

Nuk ka ende komente.
Lini komentin tuaj, filloni diskutimin!

Ditar
Blogët shkarkohen çdo 5 minuta