15.02.2012
...........
42, Tbilisi, Georgia

შენ შვიდი ფერი ვეღარ დაგხატავს, შენთან ფერები არაფერია შენს თავს ვერ ვანდობ უნიჭო მხატვარს შენ დედოფლობის დიდო ფერიავ. შენთვის არ კმარა პიკასოს ფუნჯი არც ლეონარდოს ნიჭი უბადლო, შენი მხატვარი მხოლოდ ერთია შენ მხოლოდ იმ ერთს უნდა უმადლო. ვერც ფიროსმანი, ვერც რაფაელი ვერც კონსტანტინეს ფერთა მორევი როგორ დაგხატავ აღარ კითხულობ?! სიყვარულია ნიჭი ყოველი. სწორედ ამ გრძნობით მე შენ დაგხატავ სწორედ ამ გრძნობას შენგან მოველი 

0 views
 
Komente

Nuk ka ende komente.
Lini komentin tuaj, filloni diskutimin!

Ditar
Blogët shkarkohen çdo 5 minuta