ვისთვის სულ ერთია
36, Tbilisi, Georgia

ვისთვის სულ ერთია, ვისთვის ღმერთია

ვისთვის ანგელოზი, ვისთვის ეშმაკია

შენთვის სიცილი, ჩემთვის ტირილია

ჩემთვის სისულელე, შენთვის გენია

ვისთვის გზა გრძელია, ვისთვის მოკლეა

ვისთვის რეალობა, ვისთვის თამაშია

ვისთვის დასაწყისი, ვისთვის დასასრული

ვისთვის სიწყნარეა, ვისთვის განგაშია

ვისთვის უშნოა, ვისთვის ლამაზია

თითქოს ეს ცხოვრება ჩვენი თამაშია

ვისთვის ავდარია, ვისთვის დარია

თითქოს ეს ბუნება ჩვენი დარდია

ჩემთვის უაზრობა, შენთვის აზრია

ჩემთვის სიზარმაცე, შენთვის ნიჭია

შენთვის გრძელი კაბა, ჩემთვის მოკლეა

შენთვის ნაზი კოცნა, ჩემთვის უხეშია

ვისთვის ზღვაში წვეთი, ვისთვის ბევრია

ვისთვის სისუფთავე, ვისთვის ნაგავია

ჩემთვის საშინელი, შენთვის წამალია

ჩემთვის შენთან ყოფნა აურზაურია.

97 views
 
Komente
xameleon 29.07.2014

ვისთვის სულ ერთია, ვისთვის ღმერთია
ვისთვის ანგელოზი, ვისთვის ეშმაკია

შენთვის სიცილი, ჩემთვის ტირილია............

Ditar
Blogët shkarkohen çdo 5 minuta