15.09.2009
იცი?
42, Tbilisi, Georgia

სულ ის მაფიქრებს, რას შეგადარო,

შლეგი სურვილის დიდო ალამო,

გნებავს?– მიბრძანე რით დაგიფარო,

ჩემი ჭრილობის ნაღდი მალამო.

 

გეძახი, მოდი, უნდა დაგზაფრო !

ქალზე ფიქრები უნდა გასწავლო,

მე ჩემს ნებაზე უნდა გატარო,

ჩემს სიურჩეზე გადაგატარო.


რას არ გპირდები, მოდი გეძახი,

ჩემი ცხოვრების დიდო სარდალო,

აღარც კი ვიცი რას შეგადარო,

ნატკენი გულის დიდო ვარამო.

მხეცო , მთის კაცო , ნაღდო აფთარო,

ჩემეულ ჟინის თეთრო ავდარო.

მე ჩემს ნებაზე უნდა გატარო,

ჩემს სიურჩეზე გადაგატარო...

2 views
 
Komente

Nuk ka ende komente.
Lini komentin tuaj, filloni diskutimin!

Ditar
Blogët shkarkohen çdo 5 minuta