15.09.2009
****
42, Tbilisi, Georgia

გვიან ღამით ხომ შენზე ფიქრებს რითმები ვანდე,

პაიკთა შორის მოგანიჭე თვით მეფის როლი,

წარმოვიდგინე : შენ იყავი მეფე გიორგი,

მე კი ბედისგან დაჩაგრული ერთგული ცოლი.

ეს ცხოვრება ხომ სცენა არის გამიგონია,

ყველა ჩვენთაგანს ამ სცენაზე თავის როლი აქვს.

დედოფლის როლის შესრულება ძნელი როდია,

ვისაც ოდითგან ღირსეული მეფე ყოლია.


 

ყველაზე რთული სათამაშო მეფის როლია,

ხშირად ეშლებათ, ყველა მეფე კაცი გონიათ.

როდესაც ხალხი შენით ცოცხლობს – ამას გაიგებ,

შენს გვერდით ყოფნა უხარიათ როცა პაიკებს.

შენი ღირსება სიყვარულით გარდაიცვლება

როცა მეფობა კაცობაზე გადაიცვლება.

და იცით მაშინ დედოფლობა რა ადვილია?

გეამაყება , რომ მთელი გზა კაცთან გივლია....

8 views
 
Komente

Nuk ka ende komente.
Lini komentin tuaj, filloni diskutimin!

Ditar
Blogët shkarkohen çdo 5 minuta