მაინც შემეშალე....
42, Tbilisi, Georgia

როგორ ვერ მიგიხვდი, როგორ დამაჯერე,

შენი ფიქრის მწყემსი,ნეტა როგორ გავხდი.

ჩემი ბედის ფრინველს,ჩემს დარჩენილ იმედს,

მაშინ იმ საღამოს უსაშველოდ გავდი.

რაც ზეციდან მერგო,მასაც ვჯერდებოდი,

ვიცი ღვთიურ მადლით ვიყავ გაჩენილი,

ვითომ შემეშალა? მაინც შემეშალა,

ეს გზა გოლგოთისკენ მქონდა დარჩენილი.

ჩემი ფიქრის ბორანს,სიყვარულით ნატარს

ჩემი სულის მსტოვარს,ჩემი სუნთქვის მხატვარს,

ჩემი სიყრმის რომანს,მეფის როლში ნამყოფს,

ჩემი იმედების კანონიერ ავტორს.

მთის მტაცებელ ფრინველს,ფრთებაწეულს ცამდის,

ღვთიურ საგალობელს,რა უღმერთოდ ჰგავდი

 მაინც შემეშალე........

4 views
 
Komente

Nuk ka ende komente.
Lini komentin tuaj, filloni diskutimin!

Ditar
Blogët shkarkohen çdo 5 minuta