წვიმას გავყევი
52, Tskaltubo, Georgia

წვიმას გავყევი ფეხაკრეფით

არ ისმის ჩქამიც...
ჩამოურიგა სევდა პეშვით,
ერთი...ზოგს სამი!...
შენთან მინდოდა, როგორ მახსოვს
ის სველი წამი...
და ეხლაც მოსვლას,გული ისე მთხოვს ,
მეხვეწოს ლამის...
მერე ვიარეთ მე და წვიმამ,
ბევრი ვიარეთ...
მერე მოვყევით ერთად თავსხმაში...
და საბოლოოდ...შენთან კი არა,
სევდის ტბასთან...იქვე დავსახლდით!...
ვიცი, რომ ბევრჯერ გამოივლი
შენც იმ ტბის ახლოს...
გადაგეყრები ერთხელაც
მარტოს!...

13 views
 
Komente

Nuk ka ende komente.
Lini komentin tuaj, filloni diskutimin!

Ditar
Blogët shkarkohen çdo 5 minuta