lizi777's blog

lizi777
54, Tbilisi, Georgia

დიეტა სისხლის ჯგუფის მიხედვით


ქალავ გამამყევი

***
ქალავ გამამყევი!, ერთად შავიარათ,
მთაში მისავალი წვრილი ბილიკები,
ქალავ შემომხედე!, კიდევ დავინახო,
შენს ლამაზ სახეზე, ნაზი მიმიკები.

ქალავ გამამყევი!, მთა-გორებს განახებ,
განახებ ლამაზი ბუნების სიუხვეს,
განახებ იებს და განახებ ენძელებს
და ცაზე ლამაზად, მიბჯენილ ჭიუხებს.

ქალავ გამამყევი!, დაუყვეთ ხეობებს,
და დასასრული არ მივცეთ სიარულს,
ქალავ გამამყევი!, არაგვსაც ვუსმინოთ,
ხანდახან ბობოქარს, ამჟამად მხიარულს.

წამოდი გაჩუქო წითელი გრძნობები,
ჭაღარა მწვწრვალზეც, ჩვენ ორნი ავიდეთ,
წამოდი ლამაზო რა გინდა ქალაქში,
ხელი ჩამკიდე და წამოდი წავიდეთ.!

წამოდი!!! ხო, მართლა ავიდეთ მწვერვალზე
პატარა თითებით შეეხე ვარსკვლავებს,
გული გაუხსენი, ჩემს ლამაზ გძნობებს და
ეს ჩემი გრძნობებიც თავისას განახევბს.

წამოდი!!! ძვირფასო განახო გუდანი,
მომლოცველ ხევსურებს ვეწვიოთ „ხატობას“,
მთიელთა ღრეობებს განახებ,ლამაზო
და მერე ამაყად ხევსურთა დათრობას.

მერე კვლავ დავუყვეთ, მიმავალ ბილიკებს,
უფსკრულებს ჩავხედოთ, კლდეების არეში,
ბუნების სიცოცხლით, ვიცხოვროთ ძვირფასო
და მთვარეს ვეფეროთ, უკუნოთ ღამესი.

წამოდი!!! ვეწვიოთ…








შენ ისევ აქ ხარ , არ მთავრდები!..
ჩემს გულში სისხლად შენ ტრიალებ,
მითხარი სად ხარ და ვბრუნდები,
მითხარი... და გთხოვ რომ დავბრუნდეთ,
იქ, სადაც მდინარე ხმაურობს
სადაც ცას დასერავს ხეები,
და მთვარე გაურბის განთიადს.....
ხელებზე შერჩენილ შენს სურნელს
ხელებზე, ცეცხლად რომ ანთია,
ისევ იმ სიშმაგით ვეხები

** ** **
დარდებმა წაიღო ის ღამე
შორს, სადღაც და კიდევ უფრო შორს
იქ, სადაც ცას სერავს ხეები
მთვარე კი გაურბის განთიადს
ვიყავი შენს ტანზე დახრილი......:)))

სერგეი ნეველი


18.05.2014

ადამიანი იწყება ღირსებიდან და მას მხოლოდ
საკუთარი ღირსების გავლით შეუძლია ჭეშმარიტად გააცნობიეროს თავი ამა თუ იმ
ერის შვილად! ქართველობა არ არის ბიოლოგიური მოცემულობა -- ეს არის ნება იყო
ქართველი, ნება კი რაინდული ღირსების ფენომენია და მე თუ არა მაქვს ის,
რამდენიც არ უნდა ინებოს ერმა თუ ბერმა მე ვერც კაცი ვიქნები და ვერც
ქართველი!" - მერაბ მამარდაშვილი6
------------------
სამწუხაროდ დღეს ასეთი ნება მოსახლეობის მცირე ნაწილში არსებობს და შესაბამისად ღირსების მქონენიც ცოტანი არიან...ამიტომ მის ბოლო ფრაზასაც ვიზიარებ: ვერავინ დაგაძალებს და გაიძულებს, რომ ან კაცი იყო და ან ქართველი..


-მოგნატრებია?
-მე ძალიან ბევრჯერ მომნატრებია, ხანდახან იმაზე მეტად მომნატრებია, რასაც მონატრება ქვია.
-გიტირია?
-მე მიტირია, ხანდახან სიხარულითაც მიტირია, მაგრამ ეს მხოლოდ ხანდახან. ბევრჯერ მომნატრებია სიხარულის ცრემლები, მაგრამ რაღადროს სიხარულია.
-გყვარებია?
-მე მყვარებია, ძალიან მყვარებია, გამიგია როდესაც ადამიანი გიყვარს, სამყარო სხვანაირი გეჩვენება,ამქვეყნად არაფერი გწყინს, ყველაფერი გიხარია, თვალები გიბრწყინავს და გგონია რომ ყველაზე ბედნიერი შენ ხარ. მაგრამ საკმაოდ ძნელია როდესაც ამ ბედნიერებას კარგავ, ბედნიერების დაკარგვით ხომ უბედურების დაწყებას ეგებები.
-გიოცნებია?
-ძალიან ბევრი მიოცნებია, ყოველთვის იმაზე ვოცნებობდი რაც არასდროს იქნებოდა.
იმიტომ დარჩა ოცნება ოცნებად.
-დაგიკარგავს?
-დამიკარგავს,ხანდახან მგონია მთელი ცხოვრება დავკარგე ერთი ადამიანის დაკარგვით, მგონია ყველა ადამიანმა დამივიწყა, თუმცა ეს უბრალოდ მგონია.....
-გიპოვია?
-კი მიპოვია მაგრამ ალბათ იმიტომ ვიპოვე რომ დამეკარგა.
-თვითმკვლელობაზე გიფიქრია?
-მიფიქრია ძალიან ბევრჯერ, მაგრამ…


მიყვარხარ! - ღმერთამდე... მის იქეთ ხომ მაინც არაფერია... ჰო და:
ჩემში ხარ !
- მეჩემები! - ოცნება ყველას აქვს... ჰო და:
ოცნებებში ხარ !
- მესამყაროები! - ოცნებებში სულ შენ გხედავ... ჰო და:
ჩემი სიცოცხლე ხარ !
- მესიცოცხლები! - გულში ჩასახლდი და მას აძგერებ... ჰო და:
გულში სისხლზე მეტი ხარ !
- გამისისხლხორცდი! - მეგატონა, პატარა ტკივილებს გულშ ვაგძავნი... მერე სულში... ჰო და;
გულში ხარ ! სულში ხარ !
- მეამაყები! - ვამბობ განსაკუთრებული გული გაქვსთქო... ჰო და:
ერთადერთი ხარ !
- მებედნიერები! - ბედნიერება ტკივილშია... ჰო და:
ჩემი ტკივილი ხარ !
- მეტკივილები! - იმედისფრად... ჰო და:
ჩემი იმედი ხარ !
-მენატრები! - წუთში 60 წამი, მე 61 ჯერ მენატრები... ჰო და:
წუთში წამზე მეტი…


ცხოვრების უშენო სიზმარი

ქარია...
ქარია უაზრო..
ზამთარი სუნთქავს და იჩქარის...
ძალიან...ძალიან მძიმეა,
ჩემი დღე უშენოდ...დამპირდი,
დამპირდი...არასდროს დამტოვებ,
ცხოვრების მოკლეა სიზმარი,
ქარი კი....
ხალიჩას ამზადებს,
ზამთრისთვის, ფოთლებით,ფოთლებით....
ფოთლებით დაფარულ მიწაზე,
მე და შენ, ზამთარს თუ შევხვდებით,
გეტყვი,რომ მე ახლა კარგად ვარ,
და ვიცი , არასდროს მოვკვდები...
ფოთლებით დაფარულ მიწაზე,
მე და შენ ვერასდროს შევხვდებით....

*** *** ***
ქარია,
ქარია უაზრო...
ცხოვრების უშენო სიზმარი...სერგეი ნეველი


Ditar
Blogët shkarkohen çdo 5 minuta