antares's blog

antares
58, Tbilisi, Georgia

 


 


22.11.2008

გზა, ერთი მიმართულებით იქეთ! გზა, ერთი მიმართულებით აქეთ! გზაზე, აქეთ და იქეთ არაფერი იცვლება. გზის მარჯვნივ და მარცხნივ, ისევ ისეთივე დაჟინებით და ერთგვაროვნებით მეორდებიან პეიზაჟები: გრილ და მწვანე გაზაფხულს, ცხელ და გაუსაძლის ზაფხულს, მაგიურ და ყვითელ შემოდგომაზე, ცივ და თეთრ ზამთარში. მხოლოდ, მე ვიცვლები! მხოლოდ, მე მემატება ასაკი! მე, კი, ისევ, იგივე მიმართულებით დავდივარ გზაზე - აქეთ და იქეთ. გზაზე, რომელიც მხოლოდ ერთი მიმართულებით მიემართება და იმავე მიმართულებით უკან ბრუნდება.
ერთი და იგივე მიმართულებით, უსასრულო სრბოლა გზაზე. ეს, ჩემი ცხოვრების მეტაფორაა! დიდი ბედნიერებაა თუ უბედურ შემთხვევას გადავურჩი და გზის დასასრულს მივაღწიე. შემდეგ, შემოვბრუნდი და მშვიდობით დავბრუნდი უკან. და, ასე, სიცოცხლის…


 


 


 


20.11.2008

 


 


წარმატება! რა არის წარმატება?! აი შეკითხვა რომელსაც ბევრი ადამიანი სვამს! იქნებ ეს, ის ცნობილი ქართული ფორმულაა, კაცს ერთი სახლის აშენებას, ერთი ვაჟის ყოლას და ერთი ხის დარგვას რომ ავალდებულებს? ეს რაღა თქმა უნდა ღირსეული მიზანია, რომელსაც ბევრი ადამიანი ერთი ცხოვრების მანძილზეც კი ვერ ართმევს თავს. მაგრამ, წარმატება სულ სხვა რამ არის. 
და, მაინც, რა არის წარმატება? წარმატება არის, გააცნობიერო შენი მისია, რომელიც ყველა ადამიანს განსხვავებული აქვს და ბოლომდე შეასრულო იგი. და, რა არის ადამიანის მისია? ადამიანის მისიაა - შექმნას და სამყაროში დატოვოს სრულიად განსხვავებული ფერი. დაამტკიცოს, რომ ის, აქ, არავის არ გავდა - არც მანამდე, არც ახლა და არც არასდროს.  
/მ.შ./


მამაკაცივით
მას ძლიერი
გააჩნდა სული. 
სადაა ნეტავ ახლა იგი, 
ან რაზე ფიქრობს?

***

უშნო,
პოეტი მეოცნებე,
აი, რას ფიქრობს ჩემზე იგი. 
და სწორედ მისგან 
ვისესხე ფული.

***

შემოდგომის ცა, ცარიელი
კიდით-კიდემდე... ღრუბლის
ნაფლეთიც არა ჩანს არსად. ო, რა მარტო ხარ, ცაო,
ყორანმა მაინც
გადაგიფრინოს.

ისიკავა ტაკუბოკუ



Ditar
Blogët shkarkohen çdo 5 minuta