nanacho7's blog

nanacho7
52, Tskaltubo, Georgia

07.04.2010

არ დაგარიგებ მჯერა შენც იცი,
ცხოვრების წესი,რომ არის დაღლა,
თვალებს ნუ დახრი და ნუ მოიწყენ,
შენ მარტო არ ხარ,
შენ მარტო არ ხარ...
იღლება მზეც და ამოდის მთვარე,
დაღლილ მთვარეს კი მზე ეფერება,
წვიმს, სიყვარულიც იღლება ოდეს,
მას განშორებით თუ ეშველება.
იღლება თოვლიც და დნობას იწყებს,
ჭკნება ვარდი და ამოდის ია,
აი სიცოცხლე მაინც ფერადი,
და არასოდეს არ არის გვიან...
განა შენ მარტო, მეც დავიღალე,
და ირგვლივ ბევრი დაღლილი ვიცი,
მაგრამ გჯეროდეს ესეც გაივლის,
თუ მოინდომებ ყველაფერს შეცვლი,
არ იღლებიან გარდაცვლილები,
მათ მშვიდი ძილით სძინავთ და დუმან,
ჩამოიბერტყე მტვრიანი ფრთები,
და შენს თავს რამე ახალი უთხარ,
უთხარ რომ გიყვარს დილა მზიანი,
არც წვიმიანი არის ურიგო,
გახსოვდეს მტერი ჩასაფრებული,
გაიღიმე და დაე, გიცქიროს.
შეისხი ფრთები სკივრში მალული,
ყოვლისშემძლეა ადამიანი,
დღეს დაიბადე გჯეროდეს ამის,
არაფერია ქვეყნად გვიანი.
არ დაგარიგებ მჯერა შენც…



01.04.2010

სად იბადება ის განთიადი
მე რომ მიხუჭავს უძილო თვალებს...
ვწერდი თუ სადღაც უაზროდ ვსვამდი,
რა აზრი ჰქონდა დღეს ამ ყველაფერს....

** ** ** **

დავწურავ სევდას, მერე დიდხანს ვიქნები მთვრალი,
შევიგრძნობ როცა უშენობის მწარე სიავეს...
ჩვენ ფატალური შეცდომების დავტოვეთ კვალი,
შენ არ მოხვედი... მე კი ყველგან დავიგვიანე...


მე, რომ შემეძლოს გავუძლო ღალატს
და პატიება, შემეძლოს მისი
მე მეოცნებე ჩანაფიქრს ვგავარ
და სიმარტოვის საზღვართან გიცდი.
მე, რომ ვიცოდე რა ხდება, როცა
იწვიმებს სულში და ვტირი თითქოს
მე რომ ვიცოდე, რომ ვიღაც მოვა...
და მის სიყვარულს სასწრაფოდ ვითხოვ!
მაგრამ არ ვიცი, ნეტავ ვიცოდე
ნეტავ, ვიცოდე სულში რა ხდება...
რა ხდება, მაშინ როცა წვიმაა,
და სულში სევდა გაელვარდება.
იელვებს ისე, როგორც იქუხა
განვიცდი ისე, როგორც წვიმის დროს,
დასველდა სული და განიკურნა
და თითქოს ახლა,თავიდან ითხოვს...
ნეტავ შემეძლოს გავუძლო ღალატს,
და პატიება შემეძლოს მისი,
მე კი სევდიან ჩანახატს ვგავარ
და სიმარტოვის საზღვართან გიცდი.


წვიმაში მოვალ,
დასველებულს
მოგიტან ღამეს...
სევდიანია,
თვალები კოცნით
ამოუმშრალე!...
რომ არ გაცივდეს,
კაბა გაუშრე,
გამოუცვალე!...
შიშველ სხეულზე
ვარსკვლავები
ამოუყვანე!...
მერე, გაუშვი!...
ღამეში ღამე...
ის ბედნიერი ივლის
დილამდე...


უცებ აირია ამინდები,
იქნებ, პოეზიით მოთბეს გული,
სივრცე დაღლილია გარინდებით,
ღამეს თვალები აქვს გროტესკული.
ღრუბელს ჩხაპნის ელვის ხმელი ტოტი,
ვხვდები, დაიწყება ახლა წვიმა,
ვერცერთ ჩარჩოში ვერ ჩავეტევი,
შენთვის უჩვეულო ნახატი ვარ.
სუნთქავს ჩემი ფიქრის ორეული
ზღვაში მიტოვებულ იალქნებზე,
უკვე ისტორია მორევია
დროს
და მის ნაკვალევს გიანდერძებ
(ლექსად)
მოგონებას ვტოვებ ულევს,
ისე, რა ხანია, არ მინდები,
ვფურცლავ მარტოობის ტომეულებს...
ვბოდავ - აირია ამინდები.


აკინძულია დაღლილ დღეთა ერთნაირობა -
უძინარ თვალებს მოთენთილი ირეკლავს თოვა,
მე შენთან მოვალ, მაშინ როცა დაგეძინება,
რომ შეგიხორცო საკესავით მწარე ჭრილობა...

მე მოვალ მაშინ - აბსურდივით ქვეცნობიერში,
დავილექები უჩინარად, გაგიქრობ ელდას,
შენ გაიღვიძებ უჩვეულოდ თბილი ტერფებით
და შენს ოთახში სითბოს მიზეზს დაუწყებ ძებნას...

მე მოვალ თეთრი კიმონოთი, თოვლს რომ უხდება,
და შირმის უკან დაგიყენებ ჟასმინის ჩაის,
შენ გაიღვიძებ უჩვეულოდ თბილი ტერფებით
და უნებურად ვიღაცა ქალს შენს ქალად ჩამთვლი....



მე შენთან ყოფნიტ არ დავიღლები,
შენი კოცნით კი კვლავ დავითვრები...
როცა ვერ გხედავს ჩემი თვალები,
ხანდხან მაინც მომელანდები...
თან გსდევს ვარდები,შავი ვარდები,
სიყვარულის და გრძნობის ჰანგები...
ჩვენი დარდები,რომ ვემალებით,
არ გვასვენებენ მარტო დარჩენილთ...
კვლავ მენატრება შენი თვალები,
ვიცი,რომ მუდამ ერთად დავრჩებით...
ჩვენი დარდებით,მძიმე ჰანგებით,
გეტყვი,რომ მუდამ შენ მეყვარები...
ჩემთვის ხარ ერთი,სიწმინდის ღმერთი,
ანგელოზური არსების ხვედრით...
მე მუდამ გეტყვი,მზინარეს გეტყვი,რომ სამუდამოდ შენთან დავრჩები...
ჩემი ჰანგები,გრძნობით ნაგებნი,
შენ შეგხარიან,შენ ენატრები...


შენ ეძებ .. დადიხარ .. ......
მე ვრჩები და უფრო ვრწმუნდები ჩემი სამყაროს სიმართლეში .. იგი ყველაზე ახლოს დგას რეალობასთან ..
ჩემს გვერდით ყოფნა ძალიან ადვილია .. მე ხომ ..
თბილი , მხიარული , ბავშვური , ერთგული და უბრალო ვარ ..
აი ჩემში კი .. არ , ვერ .. შეგიძლია შენ.. და სხვა ყველას .. და მე მესმის ..
(როგორ შეიძლება ყველაფერი მესმოდეს)
რა ვქნა ასეთი ვარ..
შენს მოსვლამდეც ვიცოდი .. და გააზრებული მქონდა, რომ ჩემში ვერავინ შემოვა კიდევ ბევრი - ბევრი წელი ..
შენ კი დაიჟინე, შემოხვედი (შემოგიშვი) და .. მიხვდი ჩემს სიმართლეს, გაგიძნელდა .. ჰო .. და
თავად გაგკარი მხარი ზღურბლზე მდგარს და მიგიხურე კარი ..…


Ditar
Blogët shkarkohen çdo 5 minuta