elina's blog

elina
52, Athens, Greece



13.05.2009

რასაც ვიცოცხლებ, შენთვის ვიცოცხლებ
შენთვის მოვკვდები, ისევ ვიცოცხლებ
ამ პატარა გულს ნეტავ იცოდე
როგორ უყვარხარ ჩემო სიცოცხლევ!


დამაცადე ნატყვიარში დავიფინო ბალახი,
კვლავ ვიხილო მთები ქარში ჩემგან გადანალახი.

გაგიტაცო, ლურჯა მალე მიგვაფრენდეს მალვითა,
მომკიოდეს შენი ქმარი ასი მეომარითა.

ასსა ვკრავ და ასს მივაწვენ, სისხლს გავუშვებ ღვარადა;
ჩემს მეგობარ ხეს მივაღწევ, ტოტს ვიფარებ ფარადა.

ბაგე-მალო, ვერ დამალავ, კოცნას მაინც დავაჩენ,
ერთი წუთით შენს შავ დალალს ბალახებში დავაფენ.

მერე მომწვდნენ, მერე მნახონ, აღარ მედარდებოდეს,
გადამკრან და გადამჩეხონ, ხმალი მიწას სწვდებოდეს!

ბევრჯერ ვლესე შავი დანა ბრაზით და გახელებით,
სისხლმა ბევრჯერ გადანამა ჩემი თეთრი ხელები.

უფრო ბევრჯერ ღიმის ჩენით ვზიდე გულის ტკივილი
ახლაც ახსოვს ღამეს ჩემი არწივული ყივილი

დამაცადე შავ ღამეში დაგილეწო კარები
მოვიხვიო შენი ეშხი, შენი თეთრი მკლავები

მერე მომკლან მერე მნახონ, აღარ მედარდებოდეს
გადამკრან და გადამჩეხონ, ხმალი მიწას სწვდებოდეს.


21.05.2009

 შეგაგონო, გული ვით მიზამს:
ერთ იად არ ღირს, რაც უბარდნია;
არ იგუნდაო სხვის თოვლით, მირზა!
თოვლსაც... ქალივით დაგამადლიან.

იმ ქერა თმასაც შეგახსენებენ,
რომ შეაშფოთეს დალალ-შოლტები
და ლარიქსებზე მოქსოვილ ვნებებს
ჩამოატყდებათ სიზმრის ტოტები.

სხვა ღამისაა სანთლები არყის
და ლექსიც ცივი ცის ფოთოლია;
მშობლიურ თოვლის ფიფქადაც არ ღირს,
სხვის ქვეყანაში რაც უთოვია.


i mëparshëm 1 ... 69 70 71 72 73 në vijim →
Ditar
Blogët shkarkohen çdo 5 minuta