shaako's blog

shaako
34, New York, USA

 არ ვიცი პოეტები მუზას რას არქმევენ, მე ჩემი ანგელოზის თხოვნას შევასრულებ… თუ მუზა პოეტებს რითმებს დაურიგებს, მე რითმებს შენი თვალები მკარნახობენ. არ ვიცი პოეტები მუზას რას არქმევენ, მე ჩემი ანგელოზის თხოვნას კვლავ ვასრულებ… პოეტის კალამს თუ მუზები მართავენ, მე ჩემს ლექსებში შენს ღიმილს ჩავაქსოვ. არ ვიცი პოეტები მუზებს რას არქმევენ, მე ჩემი ანგელოზის თხოვნას შევასრულებ… პოეტებს მუზა ხშირად შეეცვლებათ, მე კი უშენობას სიკვდილს შევადარებ. არ ვიცი პოეტები მუზას რას არქმევენ, მე ჩემი ანგელოზის თხოვნას კვლავ ვასრულებ… პოეტის მუზა ხალხს ეყვარება, მე კი ამ გულსაც შენ ერთს გაჩუქებ. მე ვიცი პოეტები მუზას რას არქმევენ, ჩემი ანგელოზის თხოვნა შევასრულე… პოეტებს მუზა ალბათ…


16.07.2012

 "როცა მოვკვდები,იტირებენ ვიცი ჩემები, როცა მოვკვდები,ყველას უცხოდ მოგეჩვენებით. ხელს ვერ შემახებთ,სიცივისგან დაიბინდებით, ჩემი ერთგული მეგობრებიც კი შეშინდებით. მერე ამოხვალ,ამომიტან ლამაზ ყვავილებს, სხვის დღეობაზე შესანდობარს ჩუმად დამილევ. თუ მომიგონებ,მხიარული,ლაღი ფიქრებით, ქვეყნად ყველაზე ბედნიერი მკვდარი ვიქნები. და როცა ასწევ,ღვინით სავსე ტიის ფიალას, გულჩათხრობილი,დაგუბებულ სევდას გზას მისცემ. ხმაგაბზარული ჩუმად იტყვი ჩემს შესანდობარს, სხვის დასანახად ნუ იტირებ ჩემს თავს გაფიცებ.. ყაყაჩო დარგე,ეს ნიშანი გაზაფხულისა, რადგან ფერს მისცემ,მაგ საფლავის უფერულ ლოდებს. ვარდები დარგე,მოციმციმე,თეთრი ფურცლითა, რადგან ბულბული,ვარდის ტოტოზე მოთქვამს და გოდებს.. არ დაგავიწყდეს,ია,ნაზი იასამანი, ორქიდეები,ასტრები და ქრიზანთემები. სხვას ნუ ენდობი,ყვავილები ვიცი რომ გიყვარს, მოუალერსე ისე,თითქოს მე მეფერები.. როცა მოვკვდები,არ დაღვარო ბევრი ცრემლები, გაიფიქრე,რომ შენი ცრემლი,ცოცხალს არ…


16.07.2012

 ხანდახან მინდა თავი მოვიტყუო, არ მიყვარსმეთქი რომ დავიჯერო, მის სურათს ისე თვალი შევავლო, მეორე წუთს კი ვერ გავიხსენო. ხანდახან მინდა თავი მოვიტყუო, რომ მონატრების არ ვიცი გემო და რომ არ არის ეს კაცის საქმე, დაჯდე ერთისთვის ლექსები წერო... მაგრამ სიმართლე თურმე ის არის, რომ მის თვალებში სიცოცხლე მინდა, თქვენ გითმობთ ჰაერს!...დავკარგე გონი... მე მხოლოდ მისით ვისუნთქო მინდა. ხანდახან მინდა თავი მოვიტყუო, რომ ეს გრძნობები არ არის ჩემი, მინდა რომ მუდამ ჩემს გვერდით იყო, მინდა მართობდეს კისკისი შენი.


Ditar
Blogët shkarkohen çdo 5 minuta