მიყვარხარ ჩემებურად ანუ მთელი გულით
34, New York, USA

 არ ვიცი პოეტები მუზას რას არქმევენ, მე ჩემი ანგელოზის თხოვნას შევასრულებ… თუ მუზა პოეტებს რითმებს დაურიგებს, მე რითმებს შენი თვალები მკარნახობენ. არ ვიცი პოეტები მუზას რას არქმევენ, მე ჩემი ანგელოზის თხოვნას კვლავ ვასრულებ… პოეტის კალამს თუ მუზები მართავენ, მე ჩემს ლექსებში შენს ღიმილს ჩავაქსოვ. არ ვიცი პოეტები მუზებს რას არქმევენ, მე ჩემი ანგელოზის თხოვნას შევასრულებ… პოეტებს მუზა ხშირად შეეცვლებათ, მე კი უშენობას სიკვდილს შევადარებ. არ ვიცი პოეტები მუზას რას არქმევენ, მე ჩემი ანგელოზის თხოვნას კვლავ ვასრულებ… პოეტის მუზა ხალხს ეყვარება, მე კი ამ გულსაც შენ ერთს გაჩუქებ. მე ვიცი პოეტები მუზას რას არქმევენ, ჩემი ანგელოზის თხოვნა შევასრულე… პოეტებს მუზა ალბათ მიატოვებს, შენ კი მომეხვიე…გაგიშვა?არასოდეს!..

16 views
 
Komente

Nuk ka ende komente.
Lini komentin tuaj, filloni diskutimin!

Ditar
Blogët shkarkohen çdo 5 minuta