dadu222's blog

dadu222
35, Batumi, Georgia

სახლ-კარი არ მინდა ოქროში ჩასმული მე მინდა შორს ტყეში რომ ვიყო წასული, კლდეებში გავთხარო ღრმა გამოქვაბული გარშემო ლომებით მსურს ვიყო დაცული, დაცული ხალხმა რომ გრძნობა არ შელახოს თუნდაც ლექსებისთვის არავინ შემაქოს, ლოცვით სასუფევლის კარი მსურს შევაღო უფალმა ბრავოო ხმადაბლა შესძახოს.


-ისევ უყვარხარ?
-არ ვიცი!
-და ურთიერთობა როგორი გაქვთ?
-ძალიან უბრალო და შორეული, ისეთი თითქოს არაფერი მომხდარა!
-არაფერში რას გულიისხმობ?
-აი თითქოს ვითომ არც ვვყვარებივარ ან მანამდე მეგობრები არ ვყოფილიყავით!
-და ეხლა რატო აღარ ხართ?
-იმიტომ რომ ძნელია?
-რა?
-ჩვენი მეგობრობა ამ ყველაფრის მერე!
-გენატრება ძველი დრო? აი სანამ მეგობრები იყავით
-უზომოდ!
-ეხლა რას ეტყოდი?
-იმას რომ ძველი ის და ძველი დრო მენატრება..








გენატრება?
- გთხოვ ნუ მკითხავ,
ვერ მოვერგე
ვერცერთ ნიღაბს...
- კიდევ გიყვარს?
- ნუ მაწვალებ,
ისევ ფიქრი გამაწამებს.
- მასზე ფიქრობ?
- გეტყვი არას,
მაგრამ მაინც დარდი მტანჯავს.
- ვერ ძლებ თითქოს?
- სწორად მიხვდი,
ისევ ისე, მისთვის ვიბრძვი.
- არ უყვარხარ?
- მგონი არა,
იმის მერე აღარც მნახა...
- აწყენინე?
- არ მინდოდა,
რომ მიყვარდა არ იცოდა.
- რატომ არ გწერს?
- ვერ მპატიობს,
ალბათ ცდილობს გადამრიოს.
- რომ აუხსნა?
- ბევრჯერ ვცადე,
მაგრამ მაინც ვერსად ვნახე.
- ბოდიშს უხდი?
- არ აქვს აზრი,
ამ შეცდომით მარტო დავრჩი.
- აღარ მოვა?
- ალბათ არა,
მაგრამ მაინც მმართებს დაცდა.
- აგეტირა?
- როგორც ხედავ,
ვეღარაფერს ვეღარ ვბედავ!
- ნანობ წარსულს?
- რა კითხვაა?!
მგონია რომ დაკითხვაა)
- გამოსწორდი...
ბევრჯერ ვცადე,
სხვაობა ვერ განვიცადე.
- ეგეთი ხარ?
ვერ ვთამაშობ,
არც მე არ ვარ სათამაშო!
მხოლოდ მონატრებამ შეიძლება გაგრძნობინოს რის და ვის გარეშე არ შეგიძლია…


ერთხელ, მაღაზიაში ყოფნისას, ჩემი ყურადღება მიიპყრო პატარა ბიჭუნამ, დაახლოებით 6 წლის იქნებოდა, ხელში ჩაებღუჯა თოჯინა, მოლარე კი მას დაჟინებით უმეორებდა:
“–ძალიან ვწუხვარ, მაგრამ შენი ფულით ამ თოჯინას ვერ იყიდი“

უცებ, ბავშვი მომიბრუნდა და მკითხა: „–თქვენ დარწმუნებული ხართ, რომ ეს ფული მართლაც არ არის საკმარისი?“

ღიმილით დავუთვალე ფული.

„–ბიჭუნა, მოლარე მართალია, ეს ფული მართლაც არ გეყოფა, რომ ეს თოჯინა იყიდო“–ვუთხარი მე, მაგრამ ამის მიუხედავად, ბიჭი ხელიდან არ დებდა სათამაშოს. მისმა სიჯიუტემ გამაკვირვა... დარწმუნებული იყო, რომ საკმარისი ფული ჰქონდა...ისევ მივუახლოვდი და ვკითხე, მაინც ვისთვის უნდოდა საჩუქარი.

– "ეს თოჯინა, ჩემ დაიკოს ძალიან მოსწონდა და უნდოდა, რომ მისთვის ეყიდათ...მე ძალიან მინდოდა დაბადების დღისთვის მეჩუქებინა... ახლა კი, დედას უნდა…


შენებური დღეების
დაპირების მსხვერპლი ვარ,
თითქოს სულის სიღრმესაც
გასჩენია ეჭვები,
როგორ ვიყო უშენოდ
როცა ასე ჩემი ხარ...
როცა ასე დაღლილიც
ვერაფრით ვერ გელევი.
ასე გადის დღეები...
იმედებით სავსე და
ყოველი დღეც იწყება
ბანალური ბგერებით...
უსიცოცხლო სიცოცხლის
არ საჭირო მტვერი ვარ,
როცა ჩემი სურვილით
უშენობას ვნებდები.
როგორ ვიყო უშენოდ
როცა ასე ჩემი ხარ...
როცა ასე დაღლილიც
...ყველაფრისგან...
შენი ვარ...


როცა თბილისში წვიმს
მე ჩემს ბათუმში ვარ...
ბათუმი არის წვიმა,
და არაფერი სხვა.

მე მისი ცრემლი მზრდიდა,
მისი ქუჩა და ზღვა.
ბათუმი არის ძიძა,
და არაფერი სხვა.

აქ მამაჩემის სახელი
პირზე ეკერა ხალხს,
ბათუმი არის ნაღველი
და არაფერი სხვა.

აქ შეუყენეს ჩემი ძმა
ბევრჯერ გოლგოთის გზას,
ბათუმი არის შერისხვა,
და არაფერი სხვა.

ხან გულისგულში მიკრავდა,
ხან მიღერებდა ქვას,
ის იყო ჩემი კორიდა,
და არაფერი სხვა.

აქ წინაპართა სხეულებს
მიწა ხურავს და ხრავს,
ბათუმი არის სიკვდილი
და არაფერი სხვა.

მე ჩემს ბათუმში წავალ,
მე ჩემს სიკვდილში წავალ,
ოღონდ გათენდეს „ხვალ”...
ბათუმი მონატრებაა,
ბათუმი მოლანდებაა,
და არაფერი სხვა.

მე აქ მიყვარდა პირველად,
და უკანაკნელ ხანს,
ბათუმი სიყვარულია
და არაფერი სხვა.

აქ არის ჩემი ცხოვრება,
ჩემი ჯვარცმა და ხსნა,
ბათუმი არის ბათუმი,
და არაფერი სხვა.

მოვკვდები, ჩუმად მიტირებს
მისი წვიმების ხმა...
ბათუმი მაინც წვიმაა,
და არაფერი სხვა.


-როგორ ხარ?
-კარგად.
-მართლა კარგად ხარ?
-ჰო, მართლა
-რა კარგია თუ კარგად ხარ..
-ალბათ კარგია.
-ცუდ ხასიათზე ხარ?
-არა. ჩვეულებრივზე...
-გენატრება?
-არა, ახლა აღარ მენატრება
-სხვა დროს მოგნატრებია?
-გაგიჟებამდე..
-გიტირია?
-ცრემლის დაშრობამდე მიტირია.
-ხალხში გიმღერია?
-კი, ძალიან უსმენოდ მიმღერია
-წვიმაში გიცეკვია?
-არა, მაგრამ ვიცეკვებ.
-გიპოვნია?
-ჩემი მეგობრები, ისინი ვინც ყველაზე ძვირფასია რაც გამაჩნია.
-დაგიკარგავს?
-თავი დამიკარგავს...
-შეგშინებია?
-მარტოობის ახლაც მეშინია.
-გწყენია?
-ბევრჯერ...
-დაგიწერია?
-ჩემს ცხოვრებას ყოველდღე მე ვწერ..
-გინანია?
-უაზროდ დაკარგული დრო და უთქმელი სიტყვები..
-წარსულზე გიფიქრია?
-ყოველ ღამე.
-ღამე გაგითენებია?
-მზის მოლოდინში
-გითქვამს, რომ გიყვარს?
-თვალებით.
-სიკვდილზე დაფიქრებულხარ?
-ხან და ხან მინატრია...
-ისევ განიცდი?
-აღარ..
-იმედი?
-იმედი ყოველთვის არის!
-რომ მოვა?
-აღარ მოვა.
-აბა იმედი?
-იმედი, რომ ყველაფერი კარგად იქნება ბოლოს.
-რომ არ იყოს?
-რომ არ იყოს, ბოლო არ იქნება...
-ბოლო, რომ იყოს და არა ისეთი შენ რომ გინდა?
-მაშინ ყველაფერი დამთავრდება და დავისვენებ.
-დაღლილი ხარ?
-......
-ისევ განიცდი!!!
-......
-ტირი?
-მომბეზრდა..
-ლაპარაკი?
-არა. ბრძოლა!
-ვისთან?
-საკუთარ თავთან.
-გჯობნის?
-ძლიერია!
-ძლიერი შენც ხარ!
-.......
-გენატრება?!
-უსასრულობამდე!
-ისევ გიყვარს?
-მაშინაც,ახლაც და მერეც! სულ


Ditar
Blogët shkarkohen çdo 5 minuta