mari2435's blog

mari2435
61, Tbilisi, Georgia

ჩემ ჩაკეტილ,პატარა სამყაროში,თანდათან ფერმკრთალდება შენთან მაკავშირებელი უხილავი ძაფები. ვცდილობდი შენს შენარჩუნებას მაგრამ...

ქვიშასავით გამეფანტე ქარში!...

იცი, მედარდები... მაგრამ, გიღიმი... არსებობს რაღაც, რის შეცვლაც შეუძლებელია. ახლაც, ვზივარ მოგონებების ბილიკზე და ჩუმად გიღიმი.

შენს თვალებს ვხედავ,მათი სითბო შემოიპარა ჩემ გულში...კარის გაუღებლად. სამაგიეროდ, ფართედ გაღებულ კარში გაცილებ! არის წუთები,როცა ვგრძნობ - დროს ავცდი!..ყველაფერი ირგვლივ,

ათასწლეულის ცივი შხეფია,უსასრულობაში!

ზოგჯერ მგონია, თუ მომისმენენ გამიგებენ...

თუმცა, სულის სარკეში ჩახედვას ყველა ეკრძალვის!

საკუთარი ანარეკლის დანახვა აკრთობთ!

ყველა გავურბით სიმართლეს! გვავიწყდება რომ მწარე სიმართლე ჯობია, ცრუ იმედებს!

სიმყარე აკლია ჩვენს გრძნობებს! არამყარია სიყვარულიც და ვკარგავთ იმას,

რასაც მთელი ცხოვრება ვეძებთ. რასაც ვივიწყებთ,მთელი ცხოვრება გვაკლია...


30.04.2018

იციან კაცებმა ერთგულება,
იციან კაცებმა ღალატიც!
ზოგი მდიდარია სულიერად,
ზოგი სულიერად ღატაკი...
იციან კაცებმა დაბრუნება,
გვიან დაფასება ქალების,
როცა მოადუნებ ყურადღებას,
მაშინ შემოღება კარების...
ზოგჯერ დაბრუნება გვიანია,
ზოგჯერ პატიებით სწყალობენ,
ზოგი შეცდომებზე მართლა სწავლობს
შენგან პატიებას ჩქარობენ...
იციან კაცებმა ერთგულება!
იციან კაცებმა ღალატიც!
ზოგი სულიერად მდიდარია,
ზოგი სულიერად ღატაკი....


ვფიქრობ,მაინც ბევრი დამრჩა სათქმელი...

და ბოლომდე ვერაფერიც ვერ ვთქვი,

ამ ცხოვრებით გულგატეხილს, გათელილს,

სალოცავად სული შემრჩა, ღმერთით!

ვარდისფერით მიფერადებს სამყაროს...

ამამაღლებს ,მომარიდებს ბიწსაც...

უკვდავებას, ვიდრე შეუერთდები...

და ამ სხეულს, მივაბარებ მიწას.

სიყვარული,მივხვდი,ყველგან არ ხარობს,

ეკლიან გზით დაგატარებს მუდამ...

ამარიდე, ამ გათქვეფილ სამყაროს,

სული მომეც, მე, უფალო წმინდა!

ზრუნავს ვიცი,ვიღაც ზრუნავს ჩემ სულზე,

უფალს არ სურს სული დავიზიანოთ,

მე ის, დიდი რუდუნებით შევფუთე,

და სამივემ მსურს რომ ერთად ვიაროთ.



მოვიშველიებ სიბრძნეს

ერთერთი არის ასში

"თვალი თვალისა მტერია"

ცხვირი არ იყოს შუაში.


ყველა ატარებს საკუთარ ნიღაბს!

მასხარის როლი როდია ადვილი...

ცხოვრება ემსგავსა უნიჭო სპექტაკლს!

უნიღბოდ ცხოვრება, არაა ადვილი.

ვინ რას თამაშობთ...როლი გვხვდათ მარტივი?..

უნიჭომ ნიჭიერს წაართვა ადგილი!

არც სახლში, არც გარეთ არ მერგო მარტივი...

სხვაზე წინ დგომა როდია ადვილი.

შური, ღალატი, თან მდევს ნამდვილდ,

აიწყვეთ ცხოვრება ღალატზე,მარტივად,

და თუ მტრობა სჯობს სიყვარულს,არ მინდა!!

მასეთ ცხოვრებას დავთმობ ადვილად!

უაზრო თამაშში მეცლება ძალა,

წყალს ვასხავ მტრის წისქვილს,სხვას ვმატებ ძალას!

აივსო ფიალა და ვფიქრობ, კმარა!

რა შეცვლის სამყაროს...შემწევს კი ძალა?..

ვებრძოლო სიცრუეს,სიყალბეს,ღალატს!


ჩამოჰკრეს ზარი...

სპექტაკლი დასრულდა!

დაეშვა ფარდა...

უნიღბოდ…


ჩემ გულში როდის გამოიდარებს!?..

ისევ გაწვიმდა...
ისევ წყდება წამწამებს წვეთი...
გული რომ ტირის,
მხოლოდ და მხოლოდ შენი ბრალია!
მაისის წვიმა გადაივლის,
ცრემლების წვიმას...
შენ გარეშე გადაიღოს,
არ შეუძლია!..
ცვრიან ბალახზე გამატარე კვლავ ფეხშიშველი...
ბავშვობის წლებში დამაბრუნე,
შენ შეგიძლია!..
მხოლოდ შენ სეგწევს ამის ძალა,
მაცოცხლო იქნებ!!..
რადგან სიცოცხლე მე უშენოდ,
არ შემიძლია!!..
14.05.12.


31.10.2014

შენ რაც გაწუხებს, მეც მაწუხებს, ალბათ, მარინე,
ყველა ერთ ქვაბში ვიხარშებით და ვიხრაკებით,
გადაივიწყე ყველაფერი და გაიღიმე,
რომ შეუკურთხო ერთი მაგრად: ამათ გამჩენი!!!
ჰო, ესეც წავა, ესეც წავა, ესეც ჩაივლის,
დრო მკურნალია, დააყუჩებს ყველა ტკივილებს,
ბევრი არ დადის ჩვენს ქალაქში დღეს შენნაირი,
ბევრს არა სტკივა შენნაირად, ჩემო მარინე!
ბევრ ქვეყანაში საკუთარ ხალხს ტყვიას უშენენ,
დღეს ყველა ტირანს ჰყოფნის ამის გამბედაობა,
მაგრამ დღე დგება და როგორმე თუ თავს უშველეს,
მათ გვარსა სწყევლის მომავალში ყველა თაობა...
დღეს კი ჰაერში ყველა ვხვდებით დენთის სუნი დგას...
უცხო მიწაზე ფეთქდებიან ჩვენი ბიჭები...
განა რა დარჩა იმ ნამდვილი სიყვარულისგან,
ქართულ სუფრებზე უცხოელთან თავს რომ ვიქებდით...
დღეს…


მე შენ მიყვარდი და დავიწყება,
მე ბევრჯერ ვცადე შენი ღიმილის.
არშეიძლება, არ შეიძლება,
გულით ატარო მუდამ ტკივილი.
მე ბევრჯერ ვცადე,ზოგჯერ მეგონა,
გათავდა, უკვე გადამავიწყდი...
გათავდა,ლოდი გადავაგორე...
აღარ ვიფიქრებ, აღარ დაგიცდი!
მაგრამ ამაოდ,მე ისევ გიცდი...
და დავიწყება არ შემიძლია,
მე ახლა მივხვდი,გული ხარ ჩემი!
შენი სიცილი, ჩემი სისხლია.


25.03.2011

..."vfiqrobdi,chemi xalxis cinashe valshi ar davrcheniliyav,iqneb imdeni verc shevdzeli,rac msurda magram...darcmunebuli viyav,rom is mainc gavakete,rac chems dzal-gones ar agemateboda.ra vicodi mcare sinanuli tu meloda.ert dges yvelaferi ukugma datrialda.xalxma ertbashad sami sashineli tviseba gamoamjgavna:boroteba,umaduroba da ugunureba.erti matganic sakmarisia adamianis dasamcireblad,magram samive ertad metismetia...
mas mere guli gamityda,imedi gamicruvda da cxovrebis mizanic ukvalod gaqra...
... ... ...


მერე რა თუკი ცხოვრება შენი,
გაყენებს ტკივილს...
რა მოხდა,თუკი შენი გული ხშირ-ხშირად ჩივის,
მერე რა,თუკი სადარდებელს ვერავის ანდობ
შენს ტკივილსა და გულისნადებს ცრემლებით ახშობ.
რა მოხდა, ზოგჯერ თეთრად ათენებ ღამეს...
და ოცნებებში ჩაძირული გაჰყურებ მთვარეს.
ცხოვრება მაინც ლამაზია,სიკვდილს რად ნატრობ?
გულს ნუ გაიტეხ !..
ნახავ, ვისაც ყველაფერს ანდობ!
ცხოვრებამ დღეს თუ გადაგღალა, ხვალ ჰპოვებ შვებას,
ნუ მისცემ შენს თავს მარცხისა და დაცემის ნებას!
შენს ცრემლებს,ღმერთი ითვლის, წვეთებად,
გწამდეს, რომ ცუდი შეიცვლება ლამაზ დღეებად!
გქონდეს იმედი! ნუ გაიტეხ დღეს გულს უბრალოდ,
გწამდეს მომავლის და გაქრება სევდა უკვალოდ!
ნატვრა გაქვს? შეეცადე, რომ ის აგიხდეს,
თესე სიკეთე!რომ ის, შემდეგ, სულ წინ დაგიხვდეს!
გახსოვდეს! ღმერთი არ გაწირავს მისგან გაჩენილს!
გქონდეს იმედი, უკეთ გალევ, შენ გზას დარჩენილს!..


ushenobaa tavgzas rom mirevs

sheni siyvaruli martla rtulia..
da ukve gascda sevda darabebs...
"darabebs migma gazafxulia"....


Ditar
Blogët shkarkohen çdo 5 minuta